კი იწერებოდა ინგლისურსა და ესპანურ პრესაში, ტიაგო ალკანტარამ შეთანხმებას მიაღწია "მანჩესტერ იუნაიტედთან", თუმცა თავად ფეხბურთელი სულ სხვანაირად ალაპარაკდა და თავის "ტვიტერზე": "მე მიყვარს ბარსელონა" დაწერა.
მანკუნიანელები ესპანელ 22 წლის ნახევარმცველს წლიურ გასამრჯელოდ 7 მილიონ ევროს პირდებოდნენ, იქით "იუნაიტედის" ლეგენდა რაიან გიგზი ტიაგოს თავის მემკვიდრედ მიიჩნევდა, მაგრამ გუშინ ალკანტარა "ბარსელონას" ხელმძღვანელებს შეხვდა, მართალია თავად ფეხბურთელი ჯერ არ ჩქარობს "მანჩესტერისთვის" პასუხის გაცემას. თუმცა სახლში, როცა მივიდა აუზში თავის ძმასთან ერთად გადაღებული სურათი ატვირთა და როგორც მაღლა ავღნიშნე, სათაურად "მე მიყვარს ბარსელონა" დააწერა.
რატომ გამოაქვეყნა ეს პოსტი ტიაგო ალკანტარამ? (ჩემეული დასკვნა)
"ბარსელონამ" ტიაგოს ძმა რაფინია დუბლებიდან პირველ გუნდში გადაიყვანა და კონტრაქტიც გაუხანგრძლივა. ჩემის აზრით ალკანტარამ კლუბს მადლობა გადაუხადა, თავის ძმის პირველ გუნდში გადაყვანისთვის და სწორედ ამიტომ დაპოსტა: "მე მიყვარს "ბარსელონა".