თბილისი:
მანჩესტერი:
1-07-2013, 14:07
ავტორი: love united,
ნანახია: 2417,
კომენტარები: 9
მოიესის თამამი გადაწყვეტილება-შედეგს მალე ვიხილავთ
დევიდ მოიესი ოფიციალურად ახლახანს დაინიშნა "იუნაიტედის" თავკაცად, მაგრამ უკვე განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლებსაც სტატიაში სრულად იხილავთ...
მოიესის თამამი გადაწყვეტილება-შედეგს მალე ვიხილავთ
ცვლილებები, რომელიც სეზონის დასრულებისთანავე განხორციელდა ძირითადად სამწვრთნელო შტაბს ეხება.თავდაპირველად გუნდიდან სერ ალექს ფერგიუსონის მარჯვენა ხელი, მაიკ ფელანი წავიდა, გულშემატკივართა მრავალი თხოვნის მიუხედავად.ის უანგაროდ ემსახურებოდა კლუბს, იმის მიუხედავად, რომ მისი ტაქტიკური შესაძლებლობები არ იყო კარგად დახვეწილი, მაინც დიდი დანაკლისი იქნება მანჩესტერული გუნდისთვის.ამას ემატება მეკარეთა მწვრთნელის, ერიკ სტილის, მთავარი სკაუტის მარტინ ფერგიუსონის და პირველი გუნდის მწვრთნელის რენე მალესტინის წასვლა, რაც უთუოდ ცუდათ დაეტყობა კლუბს.გარკვეულ მომენტში, შესაძლოა გავუგოთ დევიდ მოიესს-მას ალბათ არ სურს ძველ გვარდიასთან ერთად მუშაობა.მას წარმატებების მიღწევა თავად სურს.მოიესის სურვილის მიუხედავად, ეს ძალიან გაჭირდება.ზოგიერთი ექსპერტი დადებითად აფასებს დევიდის გადაწყვეტილებას, ზოგიც აკრიტიკებს.სტატიის შემდგომ ნაწილში განვიხილავ ამ გადაწყვეტილების სისწორეს-რას მოუტანს ეს "იუნაიტედს"?

წარსული


სურვილი თავის დაღწევისა ყველაფერი ძველისგან შესაძლოა ტრაგიკულიც აღმოჩნდეს გუნდისთვის, რომელმაც ბევრ წარმატებას სწორედ სამწვრთნელო შტაბის დახმარებით მიაღწია.ყველაზე მეტად ეს თემა რენე მალესტინს ეხება, რომელიც უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს.ამ ადამიანმა თავიდან ბოლომდე იცოდა ყველაფერი მანჩესტერში.მას ნდობა თავად სერ ალექსმაც გამოუცხადა და რენეც თავდაუზოგავად შრომობდა.ახალგაზრდულ გუნდთან ერთად მან დიდ წარმატებას მიაღწია-წინა წელს მან ტრებლი მოიგო.ფელანთან ერთად ის ყოველდღე ავარჯიშებდა პირველ გუნდს, იცოდა ყველაფერი მათ შესახებ და მოთამაშეებიც აფასებდნენ მათ.კონფლიქტები ადამიანებს შორის გარდაუვალია.ფეხბურთელებს შორის ეს ნორმალური მოვლენაა.ჩხუბის შემდეგ როდესაც შენიშვნას უცხო მოგცემს ეს ალბათ არ უნდა იყოს სასიამოვნო.ახლებსა და ძველებს შორის უნდა არსებობდეს გარკვეული კავშირი.დიახ, ისინი პროფესიონალებად ითვლებიან, მაგრამ ისინი ჩვეულებრივი მოკვდავები არიან.მოიესმა უნდა გაიგოს, რომ პატივისცემა უნდა დაიმსახურო.ის უნდა იყოს სტაბილური, რაც "იუნაიტედისთვის" სავიზიტო ბარათად იქცა.

მომავალი


თუ დავუჯერებთ გამოცემა The Telegraph-ს, სტივ რაუნდი, მოიესის თანაშემწე "ევერტონში", იმუშავებს მანჩესტერში.აქვე ისმის შეკითხვა:რატომ სტივ რაუნდი?42 წლის სპეციალისტი მანამდე მუშაობდა სტივ მაკლარენთან("დერბი ქაუნთი"), გარეტ საუტგეიტთან("მიდლსბრო") და სემ ელერდაისთან("ნიუკასლი').ისევე როგორც მოიესი, ისიც არ ყოფილა გუნდში, რომელიც თასებისთვის იბრძვის.ამის მიუხედავად, მას აქვს კარგი რეპუტაცია-სტივი პერსპექტიულ მენეჯერად ითვლება.სტივის გარდა, გუნდში შესაძლოა დაბრუნდეს ყოფილი "მანკუნიანი" ფილ ნევილი.ამას The Independent ვარაუდობს.ამ ფაქტმა შესაძლოა სტაბილური გახადოს სიტუაცია, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა სამწვრთნელო შტაბში პოლ სქოულზი და რაიან გიგზის ყოფილიყვნენ.დევიდ მოიესს სჭირდება მანჩესტერელები სათადარიგო სკამზე.მაგალითად იგივე რაიან გიგზი, რომელსაც ყველა პატივს სცემს გუნდში.რათქმაუნდა, იმას არ ვგულისხმობ, რომ დევიდ მოიესის მოსვლისთანავე გუნდში ბუნტი დაიწყება, მაგრამ მას დასჭირდება დიდი შრომა პატივისცემის მოსაპოვებლად.შოტლანდიელს სჭირდება ადამიანები, რომლებიც მას ბოლომდე ენდობიან.

წყარო:redevils.ru
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: love united
1 ივლისი 2013 14:08
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მოკლედ,ბევრ რამეში არ ვეთანხმები ავტორს,მაგრამ მაინც საინტერესო სტატიაა...
0
№2
ავტორი: Lomsa099
1 ივლისი 2013 14:12
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
კაია ავტორ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№3
ავტორი: GGMU20
1 ივლისი 2013 14:12
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 202
love united,
მეც შენს აზრზე ვარ..
არის რაღაცეები რაშიც ვეთანხმები, მაგრამ უმეტესწილად არა..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ G G M U !!!
№4
ავტორი: (S)(A)(F)
1 ივლისი 2013 14:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 101
საღოლ თუმცა ვერ დავეთანხმები ავტორს სამწუხაროდ :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ გინდა ნამდვილი ფანი იყო უნდა გიყვარსდეს თამაში და არა მოთამაშეები! <3
№5
ავტორი: Tsuki
1 ივლისი 2013 14:31
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
ციტატა: love united
მოკლედ,ბევრ რამეში არ ვეთანხმები ავტორს,მაგრამ მაინც საინტერესო სტატიაა...


საღოლ კაი სტატიაა good2 და მართალიც ხარ არც მე არ ვეთანხმები ავტორს :))
0
№6
ავტორი: NeymaR
1 ივლისი 2013 15:29
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
სტატია კი კარგია მაგრამ მეც არ ვეთანხმები რაღაც -რაღაცეებში ავტორს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№7
ავტორი: Amerigo
1 ივლისი 2013 15:50
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
კაია მარა ცოტა ავტორს არ ვეთანხმები!
0
№8
ავტორი: GeorgeBest
1 ივლისი 2013 17:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერთადერთი რაც მეწყინა ეს რენეს წასვლა იყო, ძალიან მინდოდა გუნდში დარჩენილიყო, თუმცა ბევრ რამეში არც მე ვეთანხმები ავტორს. გუნდის ახალი თავკაცი მოიესია და მისი გადასაწყვეტია გუნდში რა როგორ მოხდება, უბრალოდ უნდა ვენდოთ მას
0
№9
ავტორი: ლადო
2 ივლისი 2013 08:23
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
love united,
საღოლ გიო...რენეს წასვლა მაგრად მეწყინა, რადგან ნევილს მაინც ჯობდა და გამოცდილებაც საკმაოდ ჰქონდა დაგროვილი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top