მოგესალმებით ყველას, ამ სტატიაში მინდა გავიხსენო ინგლისის პრემიერ ლიგის XXI - ე საუკუნის ელიტარული ფეხბურთელები. ფეხბურთელები, რომლებმაც შემაყავრეს ეს სპორტის სახეობა და ალბათ არამარტო ჩემთვის გააკეთეს ეს.
რუდ ვან ნისტელროი - ყვლასთვის აკრგად ცნობილი ჰოლანდიელი გოლის მანქანა, რუდ ვან ნისტელროი მანჩესტერ იუნაიტედმა 2001 წელს იყიდა 19 მილიონ გირვანქად. გოლის ალღო და ფიზიკური სიძლიერე იყო ამ ფეხბურთელის უძლიერესი მხარეები რასაც მხარს უბამდა სათამაშო ინტელექტი, საბოლოოდ ამ ყველაფერმა ნისტელროი გახადა პრემიერ ლიგის ელიტარულ ფეხბურთელი. მანჩესტერში გატარებულ ყველა სეზონში იგი იბრძოდა ბომბარდირობისთვის მისი მთავარი მეტოქე რათქმა უნდა იმ დროისათვის უძლიერესი ლონდონური კლუბის არსენალის უძლიერესი თავდამსხმელი ტიერი ანრი იყო, დამეთანხმებით ამ 2 გიგანტის დაპირისპირება ცალკე განსახილველი თემა იყო ყოველი მატჩის წინ თუ მისი დასრულების შემდეგ. დავუბრუნდეთ ისევ ჰოლანდიელ ფეხბურთელს, მინდა შეგახსენოთ, რომ რუუდს აქვს მეორე შედეგი გოლეადორებში ევროპული ტურნირების მასშტაბით. ძალიან, რომ არ გამიგრძელდეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუდ ვან გოლის მსგავსი თავდამსხმელი თანამედროვე ფეხბურთში არ არის.
ტიერი ანრი - ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ტიერი ანრი ეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ინგლისის პრემიერ ლიგასთან და ლონდონის არსენალთან აკავშირებს. ფრანგს უამრავი დადებითი თვისება ქონდა მწვანე მინდორზე, თუმცა გამოსარჩევი მაინც მისი სისწრაფე და დრიბლინგია. წესით ყველას უნდა ახსოვდეს ლონდონის არსენალის პიკი XXI - ე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ამ გუნდის დამარცხება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ამ გუნდში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთეი იყო თუმცა ტიერი ანრი მათი უდაო ლიდერი იყო. ნებისმიერი მცველისათვის და მეკარისათვის იგი ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენდა ეს იცოდა ანრიმ და სწორედ ეს ხდიდა მას ძლიერს. ტიერიზე ლაპარაკი ძალიან შორს წაგვიყვანს, ფაქტი ერთია ნისტელროის მსგავსად იგი ითვლებოდა პრემიერ ლიგის ტოპ ფეხბურთელად და მისნაირი ფეხბურთელის პოვნაც ძნელია დღევანდელ ფეხბურთში.
მაიკლ ოუენი - ინგლისელი თავდამსხმელი მაიკლ ოუენი საუკუნის დასაწყისში იცავდა ლივერპულის ღირსებას. იგი იყო ამ გუნდის ლიდერი და წამყვანი მოთამაშე. იგი დაჯილდოვებული იყო გოლის ალღოთი და შეუდარებელი სისწრაფით, შეეძლო მცველის მოტყუება ძალიან მარტიავდ და ასევე ძალიან აკრგად არჩევდა პოზიციას რაც თავდამხმელისათვის ყველაზე საჭირო თვისებაა. ძალიან მცირეწლოვანმა შეძლო ტავის გამოჩენა და დაიმკვიდრა თავი საფეხბურთო ელიტაში. გამოირჩეოდა თვისებით, რომელიც ამშვენებს ლიდერს, განსაკუთრებით აკრგად თამაშობდა შეხვედრას რომელიც მისთვის და გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. არ ქონდა მისთვის მნიშვნელობა ვინ იყო მის წინ ვის ეთამაშებოდა ტონი ადამსი იქნებოდა თუ როი კინი, იგი მხოლოდ გოლზე და წარმატებაზე ფიქრობდა, რასაც აღწევდა კიდეც. ალბათ თითოეული ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივარი იოცნებებდა რომ დრო უკან დაბრუნდეს და მაიკლი არ გადავიდეს მადრიდის რეალში, რადგან ამ ტრანსფერმა მისი როგორც ფეხბურთელის განვითარება შეწყვიტა და დატოვა მხოლოდ სახელი "ოქროს ბიჭუნა".
დასასრულს კი მინდა ხაზი გავუსვა ფაქტს, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ჩანს ის ფეხბურთის ვარსკვლავების დონე, რომელმაც ძალიან დიდი დაღმასვლა განიცადა ბოლო წელბის განმავლობაში. იმ პერიოდში, როდესაც მე ფეხბურთის ყურება დავიწყე ყველა წამყვანი ჩემპიონატის ყველა წამყვანი გუნდი დახუნძლული იყო სუპერ ვარსკვლავებით რაც ლოგიკურია რომ მეტ დაძაბულობას ხიბლს და ინტერესს უჩენდა გულშემატკივარს.