ინგლისური ტაბლოიდი იუწყება, რომ იუნაიტედის ახალ თავკაცსა და უეინ რუნის შორი შეხვედრა შედგა. შეხვედრისას რუნიმ უთხრა მოიესს, რომ მას არ უთხოვია გუნდისთვის ტრანსფერზე დაყენება, როგორც ეს სერ ალექსმა განაცხადა:" ყველასათვის ნათელია და არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მოიესს უნდა თავისი თავდამსხმელის შენარჩუნება. მთლიანობაში შეხვედრამ კარგად ჩაიარა. რუნი ყოველთვის უარყოფდა იმას, რომ მას თითქოს ტრანსფერზე დადგომა უნდოდა. ის უბრალოდ იმედგაცრუებული იყო იმის გამო, რომ გადამწყვეტ მატჩებში ფერგიუსონი მას სათადარიგოთა სკამზე აჯენდა, განსაკუთრები რეალთან მატჩში, რომელიც ოლდ ტრაფორდზე გაიმართა.”
ამასთანავე რუნის ტრანსფერი პრესაში ყველაზე ცხელი თემაა. ბარსელონას ახალწვეულმა უკვე შესთავაზა რუნის კატალონიაში გადაბარგება:”ვფიქრობ რუნისთვის ბარსელონა პირველი არჩევანი უნდა იყოს. ეს გასაკვირი არაა, რადგან ყველა ფეხბურთელი ოცნებობს იქ თამაშზე. რამდენჯერმე შევხვედრილვარ უეინს. ის ძალიან კარგი ადამიანია. მე აღფრთოვანებული ვარ მისით, როგორც ფეხბურთელით. მე ვოცნებობ მასთან ერთად ერთ გუნდში თამაშზე.