თბილისი:
მანჩესტერი:
30-06-2013, 07:42
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1583,
კომენტარები: 7
მეტისონი დევიდ მოიესზე!
გამოცემა Manchester Evening News-ის ჟურნალისტმა სტიუარტ მეტისონმა ისაუბრა დევიდ მოიესის, პირველ და აუცილებლად გადასაწყვეტ დავალებებზე...
მეტისონი დევიდ მოიესზე!
რა მოხდება უეინ რუნისთან?

თუ დევიდი შეძლებს რუნის გუნდში დატოვებას, მაშინ ეს იდეალური მუშაობის დასაწყისი იქნება "ოლდ ტრაფორდზე". მე ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ გულშემატკივარი მას უფრო მეტად შეიყვარებს, თუ უეინი არსად წავა. მაგრამ სიტუაცია რთულადაა, რადგან ვერც სერ ალექსმა ვერ შეძლო რუნისთან გამკლავება, სანამ ის კარიერას დაასრულებდა. ვფიქრობ, რომ დევიდი რუნის დაპირდება იმ პოზიციაზე თამაშს, რომელიც ძალიან უყვარს ფეხბურთელს. ამ შემთხვევაში რუნი "იუნაიტედში" დარჩება.

რა მოხდება, თუ კლუბში კრისტიანო რონალდო დაბრუნდება?

ეს ბიძგები, ვითომდა რონალდო "იუნაიტედში" ბრუნდება, სერ ალექსის გაკეთებულია, სანამ ის პენსიაზე გავიდოდა. მაგრამ დევიდ მოიესი ასეთ ფეხბურთელზე მართლაც არ იტყოდა უარს. დარწმუნებული ვარ, ის მოთხოვს კლუბს, რონალდოს "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებას. ვფიქრობ, რომ ამ ტრანსფერიდან რონალდოც მოიგებს და კლუბიც.

კითხვები შემადგენლობაზე.

არ მგონია, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც ფერგის ძალიან უყვარდა, ხელშეუხებლები დარჩნენ. მიმდინარე შემადგენლობაში საკმაოდ გაურკვეველი მომავალი აქვთ ანდერსონს და ნანის. ისინი კლუბიდან წასვლის პირველი კანდიდატები არიან. ასევე ბევრის დამტკიცება მოუწევთ ეშლი იანგს და ანტონიო ვალენისასაც.

როგორი რეაგრიბა უნდა მოვახდინოთ რენე მალესტინის, მაიკ ფელანის და ერიკ სტილის წასვლაზე?

არანაირი სიურპრიზი აქ არ ყოფილა, რადგან მათ დევიდთან არასდროს უმუშავიათ. ყველა ვინც ახალმა მწვრთნელმა მოიყვანა გუნდში, იცის საკუთარი მოვალეობები და ის თუ რას ითხოვს მისგან ახალი მმართველი. და რათქმაუნდა, კარგი იქნებოდა კლუბში ფილ ნევილის დაბრუნება.

მოიძებნება სამწვრთნელო შტაბში რაიან გიგზისა და პოლ სქოულზის აგილი?

დევიდ მოიესის დანიშვნის შემდეგ შოტლანდიელ სპეციალისტს, რაიან გიგზი და სერ ალექსი შეხვდნენ. ვფიქრობ, რაიანი, რომელიც სამწვრთნელო ლიცენზიას იღებს, პოლ სქოულზი და ნიკი ბატიც გარკვეულ როლს ითამაშებენ დევიდ მოიესის გუნდში.

როგორი ურთიერთობა ექნება მოიესს პრესასთან?

ფერგიმ ნამდვილი ქარიშხალი მოახდინა პრესაში თავისი პირველი გამოსვლით "იუნაიტედში". პრესისთვის ის გამოცანა იყო. მოიესითვის კი პირველი რამოდენიმე თვე რთული იქნება, თუ გავითვალისწინებთ მის კალენდარს.

როგორ ფიქრობთ, კლუბში "ევერტონის" ფეხბურთელები მოვლენ, მაგალითად ბეინსი ან კიდევ ფელაინი?

რათქმაუნდა იყიდო ფეხბურთელი, რომელსაც კარგად იცნობ, ეს სწორი ნაბიჯია. მაგრამ საქმე იმაშია, რომ სწორედ ბეინსი და ფელაინი არიან მხოლოდ "იუნაიტედის" დონის ფეხბურთელები.

კლუბის ნახევარდაცვისთვის კარგი იქნებოდა ახალი ძალა, აგრესია და მრავალფეროვნება. ამისთვის კი ფელაინია საჭირო. პატრის ევრამ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, მაგრამ ბეინსი ოთხი წლით უმცროსია მასზე.


"იუნაიტედს" ჭირდება ტიაგო?

ვფიქრობ, რომ "იუნაიტედის" წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ ამ ფეხბურთელის საყიდლად, ხოლო თვითონ ტიაგოსაც ძალიან გაუჭირდება "ეშმაკუენბის" კონტრაქტზე უარის თქმა. თუ კლუბი მას შეიძენს, ნახევარდაცვა უფრო სწრაფი და კრეატიული გახდება.

რომელი პოზიციები საჭიროებს გაძლიერებას?

თუ რუნი წავა, მის ადგილას ვინმე სხვა უნდა მოიძებნოს. როგორც სხვა "იუნაიტედის" გულშემატკივარი ისრვებდა, ასევე მსუურს მეც, რომ კლუბმა რობერტ ლევანდოვსკის შეიძინოს. ასევე დევიდ მოიესს არ უნდა დაავიწყდეს ის ფაქტიც, რომ ანდრეს ლინდერგაარდს დავიდ დე ხეას შემადგენლობიდან ამოგდება სურს.

შეცვლის თუ არა "იუნაიტედის" თამაშის სტილს მოიესი?

ვფიქრობ, დევიდმა კარგად იცის კლუბის ისტორია და ის, რომ "იუნაიტედი" შემტევ სტილს ირჩევდა ყოველთვის. ასე, რომ აქ შესაცვლელი არაფერი იქნება.
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
30 ივნისი 2013 07:53
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ჩემი აზრით მოიესი, ყველაზე იდეალური კანდიდატი იყო ბაბუს შესაცვლელად. ჯერ შეიძლება ბევრით ვერ მოგვაწონოს ამ კაცმა თავი, მაგგრამ ის თავისი საქმის პროფესიონალია..მისი ერა დაიწო..გაუჭირდება რაღაცრაღაცეებთან გამკლავება მაგრამ ყველაფერს შეძლებს..


0
№2
ავტორი: Tsuki
30 ივნისი 2013 09:53
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
Lado Ghonghadze,
საღოლ მაგარი სიახლეა ეტყობა, რომ კარგად გიშრომია... :)

რუნიზე ლაპარაკი არ მაქვს რადგანაც იგი მსოფლიოში საუკეთესოა, მან დიდი წვლილი შეიტანა იმ ტიტულებში რომელიც იუნაიტედს აქვს და ვიმედოვნებ, რომ იგი კლუბში აუცილებლად დარჩება.

ხოლო რაც შეეხება ტიოაგოს, ფელაინსა და ბეინსს, მათი ადგილი კლუბში არ არის ტიაგოს გარდა რადგანაც იგი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და უკვე ძალიან მაგრა თამაშობს, ხოლო ფელაინი კლუბს არ დასჭირდება თუ ჩვენ სტროტმანი არ ვიყიდეთ, იგი ჰოლანდიაში მისი კლუბის ლიდერია და ასევე ნაკრების და იგი ბელგიელს კარგადაც ჯობია... ბეინსზე რა უნდა ვთქვა, მართალია ძაან მაგარია მაგრამ ჯობია დარჩეს სადაც არის და ევრაც გავყიდოთ, ბებერია და მომავალში მისით არავინ არ დაინტერესედება. მას ფაბიო და ბიუტნერი ბრწყინვალედ შეცვლიან manunited
0
№3
ავტორი: love united
30 ივნისი 2013 11:14
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Tsuki
ევრა გავყიდოთ,ბეინსი არ მოვიყვანოთ და მთელი სეზონი გამოუცდელი ფაბიო-ბიუტნერის იმედზე ვიყოთ?..
0
№4
ავტორი: VaRdo
30 ივნისი 2013 14:25
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ხვალიდან უკვე ველოდები ტრანსფერებს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: I L C
30 ივნისი 2013 14:45
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ბოლო მომეწონა winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№6
ავტორი: NeymaR
30 ივნისი 2013 17:23
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
იუნაიტედი სულ შეტევაში თამაშობს და მემგონი მოიესი არ უნდა შეცვალოს "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშის სტილიი :)..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№7
ავტორი: Amerigo
30 ივნისი 2013 22:47
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
NeymaR,
აჰა!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top