თბილისი:
მანჩესტერი:
30-06-2013, 01:22
ავტორი: washington,
ნანახია: 4139,
კომენტარები: 8
29 June: დღის სიახლეები
სრულიადში შემოგთავაზებთ დღის ახალ ამბებსა და საინტერესო ცნობებს ფეხბურთის ირგვლივ...
29 June: დღის სიახლეები
ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ დღის ახალ ამბებსა და საინტერესო ცნობებს ფეხბურთის ირგვლივ...


The Sun: ანდრე ვილაშ-ბოაში დევიდსა და ფერგიუსონზე...

 29 June: დღის სიახლეები

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში, "მანჩესტერის" ახალ მწვრთნელ დევიდ მოიესზე საუბრობს და აცხადებს, რომ დევიდს ის საბრძოლო ჟინის შენარჩუნება გაუჭირდება, რაც მანამდე ფერგიუსონს "იუნაიტედის" ხელში ჰქონდა.

"დევიდი შესანიშნავი მწვრთნელია, თუმცა მას ის ჟინი არ აქვს, რაც აქამდე ფერგიუსონს ჰქონდა. სერ ალექსი - პირდაპირ მუხტავდა მოთამაშეებს და ისინი უმალ საბრძოლველ განწყობაზე დგებოდნენ, ამის ფონზე კი შოტლანდიელმა "იუნაიტედს" გამარჯვების ფსიქოლოგია ჩამოუყალიბა".


ხალხის ემოცია სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ (Funny)



Givemesport: გარაი "მანჩესტერზე" ფიქრობს....

 29 June: დღის სიახლეები

"ბენფიკას" ცენტრალურმა დამცველმა ეზეკიელ გარაიმ განაცხადა, რომ იგი სიამოვნებით განიხილავს "მანჩესტერისგან" წინადადებას, რადგან "იუნაიტედში" თამაში მისთვის დიდი პატივია.

"რამდენიმე კლუბისგან შემოთავაზება მაქვს, მაგრამ უმეტესობას არც განვიხილავ და ისე ვისტუმრებ უარით. აი "მანჩესტერი" კი სულ სხვა თემაა. მანკუნიანელთა წინადადებაზე ყოველდღე ვფიქრობ. ჩემი აგენტის ლაპარაკიდან გამომდინარე ვიცი, რომ "იუნაიტედის" ერთ–ერთი სატრანსფერო სამიზნე ვარ. ამით ძალიან ვამაყობ და არ გამოვრიცხავ უახლოეს მომავალში სწორედ "ოლდ ტრაფორდზე", რომ გადავბარგდე". - ციტირებს არგენტინელი დამცველი.

Ezequiel Garay vs Chelsea



უეინ რუნის "მანჩესტერიდან" არ გაუშვებენ !!...

 29 June: დღის სიახლეები

რუნის "მანჩესტერიდან" არ გაუშვებენ. რატომ? - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მზად არიან ინგლისელს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზონ და თან მოისმენენ რა პრეტენზიები აქვს თავად ფეხბურთელს. პრეტენზია კი ალბათ ისაა, რომ უეინს, რობინ ვან პერსის გუნდში მისვლის შემდეგ ჯერ უკანდახეულ თავდამსხმელად ათამაშებდა სერ ალექს ფერგიუსონი, შემდეგ ნახევარდაცვაშიც მოსინჯა, ბოლოს კი მხოლოდ შეცვლებზეღა შეჰყავდა. რა საკვირველია, ამის შემდეგ რუნიმ, რომ გუნდიდან აბარგება და ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა? კლუბის შეფები მას ყველაფერს დაუკმაყოფილებენ და "მანჩესტერში" დატოვებენ, ხოლო დაზუსტებით ყველაფერს ნათელი მომავალ კვირას მოეფინება, როცა "შრეკი" დევიდ მოიესს შეხვდება.


Wayne Rooney - Top 10 Goals



გადაწყდა: ლიორენტეს "იუვენტუსი" სამშაბათს წარადგენს

 29 June: დღის სიახლეები

უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ 28 წლის თავდამსხმელი ფერნანდო ლიორენტე "იუვენტუსის" ფორმას მოირგებს. ესპანელი ამ ოთხშაბათს ტურინში ჩაფრინდება, შემდეგ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ოთხწლიან კონტრაქტს გააშანშალებს.


პიკე "ბარსელონასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს...

 29 June: დღის სიახლეები

"ბარსელონას" ცენტრალურ დამცველ, - ხერარდ პიკეს ამჟამად კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, თუმცა კატალონიის ხელმძღვანელები ახლავე აპირებენ ბევრად უფრო გაუმჯობესებული პირობები შესთავაზონ ესპანელს.


 29 June: დღის სიახლეები

დღეს "ცსკა" სოფიას ათასობით ფანმა ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის შენობას ალყა შემოარტყეს და ფანჯრის მინების ჩამსხვრევა დაიწყეს შემდეგ კი ცეცხლ გამჩენი ბომბების სროლაც ზედ მიაყოლეს. "ცსკა" გაკოტრებულია და ფანების ასეთი პროტესტი სწორედ ამან გამოიწვია.










საინტერესო ცნობები ფეხბურთის ირგვლივ (Part8)


 29 June: დღის სიახლეები

იცოდით თუ არა, რომ მადრიდის "რეალის" ლეგენდარული ფრანგი მოთამაშე ზინედინ ზიდანი, მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არცერთხელ არ მოხვედრილა თამაშგარე მდგომარეობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ზიზუსთვის შეუძლებელიც შესაძლებელი იყო, რადგან შემტევი ტიპის ფეხბურთელისათვის ამის გაკეთება შეუძლებელია.


 29 June: დღის სიახლეები

ბევრი ქართველი გულშემატკივრისგან, კალაძეზე დამცინავი ლაპარაკი გამიგია, როდესაც კახიმ იტალიის წინააღმდეგ საკუთარ კარში ორი ბურთი გაიტანა. თუმცა მათ იციან, რომ? - წარსულში მოთამაშე ბელგიელი ფეხბურთელი სტე ვან დენ ბაიესი გახლავთ საკუთარ კარში გატანილი გოლების რეკორდსმენი. მან "ჟერმინალსა'' და ‘'ანდერლეხტს' შორის გამართულ შეხვედრაში 3 ავტოგოლი მიითვალა. ''ანდერლეხტმა'' კი ის შეხვედრა ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუტანია და ანგარიში მათ სასარგებლოდ 3:2 დამთავრდა.


მკაცრი და ამავდროულად უშიშარი დევიდ მოიესი

 29 June: დღის სიახლეები

ნეიტრალური გულშემატკივარი დევიდ მოიესს “მანჩესტერში” სრულ კრახს უწინასწარმეტყველებს, რადგან მას ვარსკვლავებთან არ უმუშავია. თუმცა, ამ მოსაზრების არამართებულობის დასამტკიცებლად ერთი მაგალითის მოყვანაც საკმარისია. ადრე “ევერტონში” ახალი მისული რომ იყო, პოლ გასკოინმა, რომელიმე უფრო სახელოვან გუნდში გაშვება, დავიდ ჟინოლამ კი ძირითად შემადგენლობაში ხშირად დაყენება მოსთხოვა. დევიდ მოიესი მათზე სულ რაღაც ოთხი წლით უფროსი გახლდათ, თუმცა თავის ავტორიტეტს მკაცრად დაუდგა და არ შეუშინდა, გასკოინი ინგლისურ “ბარნლიში” გაანათხოვრა, ხოლო ჟინოლას მთელი სეზონის განმავლობაში მოედანზე მხოლოდ 12 წუთი გაატარებინა....


პ.ს სტატია დაწერილია სხვადასხვა ოფიციალურ და არაოფიციალურ წყაროებიდან !!...
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ჭორები, ინტერვიუები, ტრანსფერები, ვიდეოები, სურათები, სხვა
8 კომენტარი
№1
ავტორი: washington
30 ივნისი 2013 01:22
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
უფრო ვრცლად მინდოდა დამეწერა მაგრამ დღეს მაგარი დავიღალე და მეძინება აბა ჰეთ : ))*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: VaRdo
30 ივნისი 2013 01:38
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ ამ რუნიზე რა გაახურეს საქმე სიმონ? facepalm არსად არ მიდის შეიგნეთ რა!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: Vodafone
30 ივნისი 2013 01:40
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
sagol avtor.

moesi patara fergia :D
0
№4
ავტორი: CR.7
30 ივნისი 2013 03:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
სგ ავტორ
0
№5
ავტორი: ლადო
30 ივნისი 2013 06:42
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ გიო...მოიესი ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გაამართლებს...ისე რუნის გოლებიდან ყველაზე მაგარი გოლი ნიუკსლთან აქვს შეგდებული, ძალიან მხეცი გოლია
0
№6
ავტორი: Tsuki
30 ივნისი 2013 09:50
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
კაია გიო, დევიდ მოიესს რატომ უნდა შეშინებოდა მწვრთნელი იყო და რასაც უნდა იმას იზამდა. am ყველაზე მაგრა სტე ვან დერ ბაიესზე ვიღადავე biggrin2
0
№7
ავტორი: love united
30 ივნისი 2013 11:08
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კარგი ხარ ვაშინგტონ...საინტერესოა,ყოველ
0
№8
ავტორი: NeymaR
30 ივნისი 2013 17:09
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
საღოლ ავტორ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top