დევიდ მოიესი რუნის და მის აგენტს მომავალ კვირას შეხვდება.
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი უეინ რუნის და მის აგენტს მომავალ კვირას შეხვდება.
50წლის სპეციალისტი რუნისთან და მის აგენტთან მის მომავალზე და ახალ გეგმებზე ისაუბრებს. დევიდს სურს, რომ უეინ რუნი კლუბში დარჩეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუნაიტედი მზადაა უეინ რუნის ახალი კონტრაქტი შესთავაზოს. მოლაპარაკებები კი მას შემდეგ დაიწყება, რაც ფეხბურთელები და მწვრთნელი შვებულებიდან დაბრუნდებიან .
უეინით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. შემოგთაავზებთ კლუბებს, რომლებიც უეინ რუნით ინტერესდებიან.
1. "პარის სენ ჟერმენი"-პარიზელების მხრიდან გამომჟღავნებული ამბიციები ძალიან დიდია. მათ შეიზინეს არაერთი კარგი კარგი ფეხბურთელი, გახდნენ საფრანგეთის ჩემპიონებიც. ფრანგებს სურთ, რომ ეს ტიტული შეინარჩუნონ, სურთ რომ გუნდი კარგი ფეხბურთელებით იყოს დაკომპლექტებული. კლუბში კი არეულობა, კლუბი დატოვა კარლო ანჩელოტიმ, ასევე 9თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება ლეონარდოსაც. რაც შეეხება ფეხბურთელებს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კლუბის დატოვება სურს. ასეთი ამბავია საფრანგეთში. პარიზელების დირექტორს სურს, რომ იუნაიტედის თავდამსხმელი უეინ რუნი გადაიბირონ. ყველაფერს გავაკეთებთ რათა რუნი ჩვენს კლუბში აღმოჩნდეს.

2. "ლონდონის ჩელსი"-რუნის ხილვა წარმოუდგენელია საზღვარგარეთ. ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება დასახელდეს უეინ რუნის მეორე შვილი, რომლისთვისაც ჯერ მოგზაურობა არ შეიძლება. უეინს არც სურს უცხოეთში თამაში, ინგლისში კი მისით ლონდონის ჩელსი ინტერესდება, უფრო სწორედ თუ ვიტყვით რომან აბრამოვიჩი. მართალია ლონდონის ჩელსი თავდამსხმელების ნაკლებობას არ განიცდის, მაგრამ ფერნანდო ტორესს კლუბის დატოვება სურს. ასევე ლონდონელები ედინსონ კავანისთვის ბრძოლობენ, თუ ეს ტრანსფერი ვერ განახორციელეს ლურჯები უეინ რუნის ტრანსფერის განხორციელებას შეუდგებიან.

3. "არსენალი"-არსენ ვენგერმა აღნიშნა,რომ უეინი ნებისმიერი გუნდისთვის სასურველი ვარიანტია. ვენგერმა აღნიშნა, რომ ყველაზე ნიჭიერი და კარგი ფეხბურთელი მთელს პრემიერლიგაში სწორედ უეინ რუნია. არსენალში უეინი უდავოდ პირველი ვარსკვლავი იქნება. მეთოფეები ამ ზაფხულს დიდი ფინანსების დახარჯვას აპირებენ, რათა კლუბი უფრო გააძლიერონ. ბრტიანულ გაზეთებს თუ დავუჯერებთ, არსენალმა 22მილიონი ფუნტი შესთავაზა ევერტონს ფელაინის სანაცვლოდ, ამ თანხის მიუხედავად ისინი მზად არიან უეინ რუნიც შეიძინონ.
4. "ბაიერნი"- გერმანელების ახალ თავკაცი ხოსეპ ვარდიოლა ცდილობს თავდასხმა უფრო გააძლიეროს. დიდი ალბათობით ამ ზაფხულს კლუბს გომესი დატოვებს, საფრთიხს ქვეშ არის მანჯუკიჩიც, ამიტომ ბაიერნის ხელმძღვანელობას უეინი სურთ. ხოსეპ გვარდიოლამაც აღიარა, რომ რუნი სწორედ ის ფეხბურთელია რომელიც მის კლუბს ძალიან გააძლიერებდა. მაგრამ მაინც წარმოუდგენელია, რომ უეინმა სწორედ ბაიერნი აირჩიოს.

5. "მანჩესტერ იუნაიტედი"-რუნის სიტუაცია ამ დროისთბვის დევიდისთვის ცნობილი არ არის. დევიდმა მხოლოდ ის იცის, რომ უეინმა დარჩენა გადაწყვიტა, მაგრამ რამდენაც ზუსტია ეს ინფორმაცია ცნობილი არ არის. როგორც იცით ფეხბურთელები მომავალ კვირას ბრუნდებიან შვებულებიდან, სწორედ მაშინ გაიმართება მოლაპარაკება დევიდსა და უეინს შორის. უეინი უკვე დიდი ხანია ამ კლუბში ასპარეზობს, დიდ წარმატებას მიაღწია ამ კლუბთან, იყო ბევრი გაცუდებული პერიოდიც, მაგრამ უეინი სულ კლუბთან ერთად იყო. რუნის შეუძლია გახდეს ამ კლუბის ბომბარდირი, იუნაიტედის ისტორიის განმავლობაში. უეინს კონტრაქტი 2014წლამდე აქვს, შესაბამისად მომავალ წელს მისი სატრანსფერ ღირებულებაც დაიწვეს და ასე უფრო ადვილი გახდება სხვა კლუბში გადასვლა.
წყარო:
sports.ru