როგორც მანჩესტერის ადგილობრივი გამოცემა Manchester Evening News გვამცნობს, უეინ რუნის კვლავ სურს "წითელი ეშმაკუნების" დატოვება.
ცოტა ხნის წინ ყველას ეგონა, რომ უეინი დევიდ მოიესს შეეგუა და ის კლუბიდან წასვლას აღარ აპირებდა. შეგახსენებთ, რომ უეინი"ევერტონში" მოიესის შეგირდი გახლდათ.
ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის გაჩნდა კონფლიქტი და ეს კიდევ არ დასრულებულა. ამის გამო რუნის ისევ სურს კლუბიდან წასვლა. მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელს პირველი შეთავაზება სწორედ ლონდონის "არსენალმა" გაუკეთოს. "კონონირები" უეინს 25 მილიონ ფუნტს შესთავაზებს.
რუნის გაშვება რათქმაუნდა არ სურს "იუნაიტედს", მაგრამ ისიც არ სურს, რომ პრემიერ-ლიგის რომელიმე კონკურენტ კლუბში გაუშვან. ამ მდგომარეობის მიხედვით რუნის გადასვლა "ბარსელონაში" "ბაიერნში" ან კიდევ "პსჟ"-ში უფრო რეალურია.