თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2013, 18:18
ავტორი: ლადო,
ნანახია: 4490,
კომენტარები: 20
ბასბიდან ფერგიუსონამდე!
ერთი საუკუნის განმავლობაში "ოლდ ტრაფორდი" მასპინძლობს ყოველი "იუნაიტედის" საშინაო მატჩს, მაგრამ მთავარი ისტორია სამწვრთნელო შტაბშია...
ბასბიდან ფერგიუსონამდე!
თავდაპირველად "კლიფი", ახლა "კარინგტონი" - აი სად ხდება ყველაფერი! აქ ფეხბურთელები რეპუტაციას იმაღლებენ, აქ იზრდებიან ახალგაზრდები და აქ ამუშავებენ კლუბის ტქტიკას.

"შენ მაყურებლების თვალწინ 90-180 წუთს ატარებ, ხოლო დანარჩენი სავარჯიშო დროის განმავლობაში, სავარჯიშო ბაზაზე - მაყურებლისთვის ყველაფერი გასაიდუმლოებულია." - ასე დაწერა თავის ბიოგრაფიაში როი კინმა.

"სწორედ ეს მუშაობა ფასდება. ყველაფერი რაც მოთამაშეზე უნდა გაიგო, გაიგებ სწორედ სავარჯიშო ბაზაზე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. აქ შეიძლება აკრიფო ან კიდევ დაკარგო ფორმა. შაბათის დამღლელი დღის შემდეგ, კვირას დილით აქ ძალების სრული აღდგენა შეგიძლიათ. ერთს ვიტყვი, თუ ვარჯიში ცუდად მიდის, არაფერი გამოვა."

ბოლო თექვსმეტი წლის მანძილზე, რადიკალურად შეიცვალა ვარჯიშის და მატჩებისთვის მომზადების პროცესები.

ბასბიდან ფერგიუსონამდე!


სერ მატ ბასბი კლუბს 1945 წელს შეუერთდა და ყველამ გაიგო, რომ "იუნაიტედს" სპორტულებში ჩაცმული ადამიანი მართავდა.

მეორე მსოფლიო ომამდე კლუბის მწვრთნელები ფეხბურთელებთან არც ისე პროფესიული ქცევით გამოირჩეოდნენ, რადგან ფეხბურთელებს ავარჯიშებდნენ ტალახში და არ ინდობდნენ მათ. მწვრთნელები ფეხბურთელების გაწვრთნას და ვარჯიშებზე სიარულს მაგიდასთან ჯდომას ამჯობინებდნენ. სწორედ ბასბიმ ჩაიცვა პირველად სპორტული ტანსაცმელი და კლუბის ყველა ვარჯიშის დასწრება დაიწყო.

"როდესაც კლუბში მივედი, სკოტ დანკანი იმ დროისთვის ტიპიური მწვრთნელის ფორმაში იყო. მას ფეხებზე ეცვა გეტრები." - "იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი ჯონი კეირი.

"შემდეგ გამოჩნდა ახალი მწვრთნელი, რომელიც ყველა ჩვენს ვარჯიშს ესწრებოდა, გვაჩვენებდა ყველაფერს რაც სურდა და როგორ უნდა გვემოქმედა მინდორზე. მან თავის დროს გადაუსწრო."

ბასბის ყოველი ვარჯიში იწყებოდა ერთ საათიანი სირბილით მთელი მინდვრის გარშემო.

წინასასეზონო მომზადებების დროს, როდესაც ბასბის უფრო მეტი სურდა მოთამაშეებისგან, ისნი დარბოდნენ ქუჩაში, ცოცავდნენ "ოლდ ტრაფორდის" ტერასებზე და ასე შემდეგ.

"სტეტფორდ ენდი" კი საუკეთესო ადგილად ითვლებოდა, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელებისთვის გედევნებინათ თვალი.

ბასბი ცდილობდა, რომ ვარჯიშებზე ფეხბურთელებს უმეტესი დრო ბურთთან გაეტარებინათ, ხოლო სხვა მწვრთნელები პირიქით აკეთებდნენ. ბასბის ყოველი დილის ვარჯიში, ჩვენთვის მატჩით სრულდებოდა.

ბასბიდან ფერგიუსონამდე!


მატ საბის მიდგომა ფეხბურთელებისადმი იყო უბრალო და მარტივი: ის იყო რაიმე ინსტრუქციის ან ორგანიზების წინააღმდეგი და ფეხბურთელებს აძლევდა ძალიან დიდი თავისუფლებას.

"მეტის მწვრთნელად დასახელება რთულია, რადგან ის არასდროს არ გვითითებდა, არაფერს. იმ დროინდელი ტაქტიკა ძალიან განსხვავდებოდა ამ დროინდელისგან. მას სურდა მხოლოდ ერთი, რომ კლუბში ყოფილიყვნენ საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებიც პუბლიკის მოწონებას დაიმსხურებდნენ."

"ის არადროს ცდილობდა ფეხბურთელების სხვადასხვა ტაქტიკებით გადატვირთვას ან კიდევ ბევრი ტექნიკური ინფორმაციის მიცემას. მისი რჩევები და წინასამატჩო დარიგებები უბრალო იყო."

"პირველად მატი ახლაგაზრდულ თასზე ვნახე. ყველას აინტერსებდა თუ რას იტყოდა ის გასადელში. "პირველები დაეუფლეთ ბურთს!" - აი ეს თქვა მან მხოლოდ ჩვენ კი მაინც ვიჯექით და ვფიქრობდით, თუ რა შესანიშნავი ადამიანი იყო ის. მას ჰქონდა ძალიან უცნაური აურა, რომელიც გვაიძულებდა ყველაფერი ისე გაგვეკეთებინა, რომ მას ბევრი არ ელაპარაკა. მას ეშინოდა ფეხბურთელის გაფუჭების და სურდა, რომ მოთამაშეს შესაძლებლობები თვითონ გამოემჟღავნებინა.

1969 წელს სერ მატ ბასბი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა და კლუბი 31 წლის უილფ მაკგინესმა ჩაიბარა, რომელიც ადრე ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა.

მაგკინესი მუშაობდა სერ ალფა რემსის თანაშემწედ, მსოფლიოს ჩემპიონატზე 1966 წელს. ის იყო ახალი დროის მწვრთნელი, ახალი იდეებით. მან შემოიღო უფრო პატარა და კონკრეტული ვარჯიშები. მაკგინესი ხშირად საუბრობდა ფეხბურთზე და თავის აზრებს დაფაზე სახავდა.

"უეცრად გაჩნდა ახალი დაფები და სიტყვით გამოსვლები, რაც მატის დროს არ იყო." - იხსენებს დენის ლოუ თავის წიგნში "მეფე".

"ჩვენ უკვე ვფიქრობდით ჩვენს მოწინააღმდეგეზე, მათ ჩაწოდებებზე სტანდარტულებიდან და მათ გოლებზე. ხალხმა ნერვიულობა დაიწყო მატჩის წინ. ჩვენ უკვე აღარ დავფრინავდით მინდორზე. იმის მაგივრად, რომ ჩვენ არაფერზე გვენერვიულა, ჩვენ ვფიქრობდით გეგმებზე და ტაქტიკებზე."

ბასბიდან ფერგიუსონამდე!


თექსვმეტი თვის შემდეგ მაკგინესი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მოხსნეს და დააბრუნეს ისევ ბასბი. ხოლო 1971 წელს დაინიშნა ახალი მწვრთნელი ფრენკ ო'ფარელი.

ეს ირლანდიელი სპეციალისტი ყოველთვის ახალი იდეებით იყო შეიარაღებული. ის უფრო ორგანიზებულ ვარჯიშებს ანიჭებდა ყურადღებას.

გავიდა ჩვიდმეტი თვე და ის ტომი დოჰერტიმ შეცვალა. მისი დანიშვნის შემდეგ კლუბმა ამოისუნთქა: მოტივაციის უნარის და იუმორის მქონე მწვრთნელმა სწარფად მოიპოვა ფეხბურთელების ნდობა და სიყვარული. ტომი ცდილობდა გუნდის უფრო შემტევ სტილზე გადაყვანას.

"ჩვენ გვყავდა საუკეთესო ნახევარმცველები, რომლებსაც ბურთის კონტროლი სასწაულად შეეძლოთ. ასეთი ფეხბურთელები ქვეყანაში არ არსებობდნენ." - ლუ მაკარი.

"ისინი არ იყვნენ უხეშები, მაგრამ იყვნენ სწარფეი და შეეძლოთ ბურთის ადვილად ართმევა. ყველაფერი ეს კი ვარჯიშების დამსახურება იყო. ჩვენ ყველაფერზე ვმუშაობდით, მაგრამ უფრო მეტ აქცენტს სისწრაფეზე ვაკეთებდით."

"1977 წლის ზაფხულში ტომიმ შეძლო და მოიგო ინგლისის თასი, მაგრამ ის გაანთავისუფლეს. მის შემცვლელად დეივ სექსტონი მოიყვანეს, შესანიშნავი მწვრთნელი, მაგრამ ცუდი მმართველი. პირველ რიგში სექსტინმა იყიდა ვიდეო კამერა და ეკრანი, რომ ფეხბურთელებისთვის ჩანაწერები ეჩვენებინა.

გასაკვირია, მაგრამ სწორედ რონ ატკინსონმა, რომელმაც სექსტონი ჩაანაცვლა 4 სეზონის შემდეგ, ძალიან კარგად ისუბრა მასზე:"ჩემთვის ის მისაბაძი ადამიანია. ის იყო მწვრთნელი ახალი იდეებით და ახალი სავარჯიშო გაკვეთილებით. სხვა სიტყვებით, მას შეეძლო ფეხბურთელისთვის თვალების ახელვა. ის არასდროს უთითებდა ფეხბურთელს რაიმეს, ის პერსონალურად უდგებოდა ყველას. დეივის ვარჯიშები დიდ ლექციებს ჰგავდა."

1981 წელს ატკინსონმა სექსტონი ჩაანაცვლა. მისი გეგმა იყო, ვარჯიშები მოსაწყენი და ეღტფეროვანი არ ყოფილიყო.

"მე არასრდოს არ ვიყავი ვარჯიშზე, სიცილის უარზე. ყოველთვის მეგონა, რომ ეს უფრო წაადგებოდა ჩვენს გუნდს და ფეხბურთელებიც ბედნიერები იქნებოდნენ. რათქმაუნდა ყველა შრომობდა, მაგრამ სიცილი არ აყოვნებდა. სამუშაოს ჩემი ნაწილი სწორედ ეს იყო." - წერდა ატკინსი წიგნში "დიდი რონი".

ბასბიდან ფერგიუსონამდე!


მაგრამ ატკინსონი 1986 წელს იქნა შეცვლილი ფერგიუსონის მიერ. ფეხბურთელები კი კარგად არ იყვნენ მომზადებულები, რადაგნ სიცილმა ისინი ძალიან გადაიყოლა.

"პირველ რიგში ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობა უნდა გამეუმჯობესებინა. ორი თუ სამი მოთამაშე ძირითადი შემადგენლობიდან ცუდად იყვნენ მომზადებულები ფიზიკურად და ცუდ შეფასებებსაც იღებდნენ ტესტებში. გუნდი ძალიან მოდუნებული იყო." - წერდა ფერგიუსონი საკუთარ ბიოგრაფიაში.

ფერგიუსონის კლუბში გადასვლის შემდეგ, ფეხბურთელები ძალიან დაიტვირთნენ, ხოლო თვითონ მწვრთნელი ვარჯიშების გარდა ცდილობდა გუნდის მდგომარეობა მინდორზეც გაეუმჯობესებინა.

წიგნში "მართე შენი ოცნება" ფერგიუსონი წერდა:"კარგი ხელმძღვანელობა ბევრ მუშაობას საჭიროებს."

"ფეხბურთელმა იქამდე უნდა ივარჯიშოს სანამ მისი სეასძლებლობები მაქსიმუმ არ მიაღწევს და ეს ყველაფერი უკვე ჩვევად დარჩება. მე ჩემს ძალებში დარწმუნებული ვაყავი და ამიტომ ყოველ ვარჯიშზე ჩვენ ვაუმჯობესებდით ფეხბურთელებს და მათ შესაძლებლობებს."

2000 წლის იანვარში "მანჩესტერ იუნაიტედმა" დატოვა სავარჯიშო ბაზა "კლიფი", რომელზეც კლუბი 62 წლის განმავლობაში ზრდიდა და ავარჯიშებდა ფეხბურთელებს.

90-იან წლებში "კლიფი" შეუფერებლი გახდა ფეხბურთეელბისთვის, რადგან ისინი ვარჯიშზე მიდიოდნენ ძვირადღირებული მანქნებით ერთ გაუბედურებულ ადგილას.

მაგრამ "კლიფი" ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა: ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრში იყო და გულშემატკივრები ფეხბურთელების ვარჯიშებს ადვილად აკვირდებოდნენ, ასევე საშუალება ჰქონდა მათგან ავტოგრაფებიც მიეღოთ. ეს ფეხბურთელებს უფრო ხელმისაწვდომს და ადმიანურებს ხდიდა.

"კლიფი" იყო ადგილი სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვებული ფეხბურთელების სულები სახლობდნენ. ახლა "იუნაიტედის" ფეხბურთელები "ოლდ ტრაფორდიადან" 11 კილომეტრის მოშორებით "კარინგტონის" სავარჯიშო ბაზაზე გადავიდნენ. ბაზა 14, 3 მილიონ ფუნტად არის აშენებული და ერთ-ერთ დიდებულ ბაზად ითვლება მთელს მსოფლიოში. მაგრამ ის გულშემატკივრებთან ახლოს არ იმყოფება.

ამ ბაზის შექმნის დროს ძალიან ბევრი ელემენტია გამოყენებული სხვა ბაზებისგან. "კარინგტონზე" მხოლოდ 35 ადამიანი მუშაობს: ეს ფიტნესის მწვრთნელია, დიეტოლოგი, ექიმები, ფიზიოთერაპევტები, სწავლულები სპორტში და კიდევ ფსიქოლეოგები, რომლებიც ფერგიუსონმა მოიყვანა.

ახლა უბრალოდ უნდა დაველოდოთ და გამოვიცნოთ, თუ როგორ გაწვრთნის კლუბს ახალი შოტლანდიელი სპეციალისტი!
ახალი ამბები
20 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
26 ივნისი 2013 18:19
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
წაიკითხეთ და...ადმინებო ვინც შეძლებთ გააფორმეთ მე უკვე აღარ შემიძლია
0
№2
ავტორი: Rooney.
26 ივნისი 2013 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
ნახევრამდე წავიკითხე ლადო და კარგია :)) გავაგრძელებ ცოტა ხანში.

ბრაცი ანიმაცია, რომაა მანჩესტერის ლეგენდები და წინ ვიდიჩი, რომ დგას კაპიტნის სამკლაურით და ყვითელი ბურთით მასეთ ფოტოს ვეძებ ნანახი გექნებათ იქნება დამიდოთ რა ,ვერ ვნახე ვერსად იობანივროტ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is Red!
№3
ავტორი: GeorgeBest
26 ივნისი 2013 18:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Lado Ghonghadze,
ყოჩაღ ლადო! winked

ბასბი-ფერგიუსონი love ამ ორმა ადამიანმა უდიდესი ისტორია შექმნა, იმედი მაქვს მოიესი განაგრძობს ამ გზას
0
№4
ავტორი: red devil
26 ივნისი 2013 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Basbi da fergi ori shotlandieli legenda romlebmac manchesteris istoria sheqmnes imedia moiesic mat gzas gayveba. Sagol lado kaia
0
№5
ავტორი: ლადო
26 ივნისი 2013 19:15
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Rooney.,
GioO_o,
red devil,
გაიხარეთ hi2
0
№6
ავტორი: NeymaR
26 ივნისი 2013 19:18
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ეხლა ბასბი-ფერგი-მოიესი იქნება :) იმედია მოიესი 20 წელი მაინც დარჩეს და არ წავა სხვაგან თორე გავაფრენ

ციტატა: Rooney.
ბრაცი ანიმაცია, რომაა მანჩესტერის ლეგენდები და წინ ვიდიჩი, რომ დგას კაპიტნის სამკლაურით და ყვითელი ბურთით მასეთ ფოტოს ვეძებ ნანახი გექნებათ იქნება დამიდოთ რა ,ვერ ვნახე ვერსად იობანივროტ!

http://therepublikofmancunia.com/wp-content/uploads/2013/01/United-players.jpg მემგონი ეს არის ძმა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№7
ავტორი: Rooney.
26 ივნისი 2013 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
NeymaR,
გაიხარე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is Red!
№8
ავტორი: I L C
26 ივნისი 2013 20:41
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მოიესის ადგილას დავიგრუზებოდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№9
ავტორი: BERDI
26 ივნისი 2013 22:24
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
Lado Ghonghadze,
საღილ ძაან მაგარია.
ბასბი და ფერგი ისტორიაში დაიმკვიდრეს საკუთარი ადგილი, წაუშლელი დატოვეს თავიანთI სახელები მანჩესტერის ისტორიაში ორი უდიდესი მწვრთენლი და არა მარტო მანჩესტერში მთელ მსოფლიოში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№10
ავტორი: sHumaHer
27 ივნისი 2013 11:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 90
სგ ავტორ კაი სიახლეა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top