ბარსელონას ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა თავის კარიერას ინგლისის კლუბში, მანჩესტერ იუნაიტედში განაგრძობს.
როგორც ცნობილი გამოცემა "Daily Star" იტყობინება, ესპანელმა ტალანტმა იუნაიტედთან ყველანაირი კონტრაქტი შეათანხმა. წყაროზე დაყრდნობით გაცნობებთ, რომ ტიაგო 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელი, სატრანსფერო ღირებულება 17 მილიონი ფუნტი დაჯდა.
შეგახსენებთ, რომ დევიდ მოიესისთვის ეს უკვე მეორე ტრანსფერია მის ახალ გუნდში, პირველი კი გილერმო ვარელა იყო.