ახალგაზრდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი რობი ბრედი ირნალდიის ეროვნულ ნაკრებში კვლავ გამოიძახეს 2014 წლის მსოფლიო შესარჩევი ციკლის მატჩებში.
ბრედის ნაკრებში გამოძახების მიზეზი კევინ დოილის ტრავმა აღმოჩნდა, რომელმაც ბარძაყის დაზიანება მიიღო.ბრედის დებიუტი ნაკრებში უკვე შედგა, სადაც მან გოლის გატანაც მოახერხა და ირლანდიის მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ მას კიდევ ერთი შანსი ეძლევა.