თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2013, 01:21
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2319,
კომენტარები: 6
რობინ ვან პერსის 20 დასამახსოვრებელი მომენტი საჩემპიონო სეზონიდან
რობინ ვან პერსი იხსენებს გასული სეზონის 20 ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტს.
რობინ ვან პერსის 20 დასამახსოვრებელი მომენტი საჩემპიონო სეზონიდან
რობინ ვან პერსის 20 დასამახსოვრებელი მომენტი საჩემპიონო სეზონიდან.

"ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა. მახსოვს, ეს დღე იყო ძალიან ამაღელვებელი. მე მთელ სხეულში ადრენალინს ვგრძნობდი.

რობინ ვან პერსის 20 დასამახსოვრებელი მომენტი საჩემპიონო სეზონიდან.


პირველი ვარჯიში. ეს ჩემთვის დაგვიანებით დაიწყო. სანამ ოფიციალურად ვარჯიშს შევუდგებოდი, მე უნდა გამევლო სამედიცინო შემოწმება. მე მოუთმენლად ველოდი მოედანზე გასვლას.

რობინ ვან პერსის 20 დასამახსოვრებელი მომენტი საჩემპიონო სეზონიდან.


პირველი თამაში "იუნაიტედის" მაისურით. დაწყება იყო რთული. მე მოედანზე გამოვედი მატჩის დამთავრებამდე ოცი წუთით ადრე, "ევერტონის" წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ წავაგეთ, ეს იყო შესანიშნავი დღე ჩემთვის. მე ვამაყობდი იმით, რომ დებიუტი მქონდა "იუნაიტედში"



დებიუტი "ოლდ ტრაფორდზე". გოლის გატანა საწყის ათ წუთში, პირველ საშიანო მატჩში - ამაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება. ეს იყო შესანიშნავი დღე! მე ვითამაშე 90 წუთი, მაგრამ, უნდა გამოვტყდე, რომ ერთი საათის შემდეგ ძალიან დავიღალე და ძალა გამოლეული მქონდა.



პირველი ჰეთ-თრიკი. გასაგიჟებელი თამაში, მაგრამ ჩვენ არასდროს ვნებდებით. გასახდელში გუნდელებს ბოდიში მოვუხადე იმის გამო, რომ პენლის რეალიზიბა ვერ მოვახერხე. ეს იყო შესანიშნავი გამარჯვება და ვამაყობდი, რომ წვლილი მიმიძღვოდა ამაში.



გამარჯვება "ენფილდზე". ამჯერად მე პენლის დასატყმელად დიდი პასუხისმგებლობით მივედი. ძალიან სასიამოვნო იყო გამარჯვების გოლის გატანა. ეს არ იყო ჩემი ყველაზე წარმატებული მატჩი, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი, რომ დავამარცხეთ "ლივერპული".

რობინ ვან პერსის 20 დასამახსოვრებელი მომენტი საჩემპიონო სეზონიდან.


მატჩი "კლუჟთან". ჩემი მეორე გოლი იყო "ვაზას" ფანტასტიური მუშაობის ნაყოფი. მეკარე ჩემ შესახვედრად გამოვიდა და მე უბრალოდ გავგზავნე ბურთი კარის მიმართულებით. გოლი საკმაოდ ლამაზი გამოვიდა.



თამაში "სტემფორდ ბრიჯზე". მე ძალიან მიყვარს ამ სტადიონზე თამაში და ყოველთვის ბევრ გოლს ვიტან. ეს კარგი ადგილია მოსაგებად.

რობინ ვან პერსის 20 დასამახსოვრებელი მომენტი საჩემპიონო სეზონიდან.


მატჩი "არსენალთან". უცნაური დღე. მე მანამდე არასდროს მითამაშია ყოფილ გუნდთან, ამიტომ მქონდა უცნაური გრძნობა. თუმცა ესეთია ჩემი სამუშაო, ამას ვერ შევცვლი.



დერბი. მე და უენი ვარკვევდით როგორ გამოგვეყენებინა ეს ჯარიმა. დამერტყა თუ ჩამეწოდებინა. ჩემი დარტყმა მცირედით შეეხო ცოცხალ კედელს და კარის დაბალ კუთხეში გავიდა. ამაზე დიდ წარმატებაზე ვერც კი იოცნებებ.



სათასო მატჩი "ვესტ ჰემთან". გიგზის პასი იყო იდეალური. მე არც კი მომიწია ამ ბურთისთვის ბრძოლა. მე მქონდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ შემესრულებინა ზუსტი დარტყმა.



თამაში "სპურსთან". ძლიერად თოვდა, ციოდა, და მოწინააღმდეგეებმა მოახერხეს ფრეს მოპოვება ბოლო წუთებზე. მე გავიტანე კლევერლის კარგი პასის შემდეგ, თუმცა არასასურველი რეზულტატი უფრო დამამახსოვრდა.

რობინ ვან პერსის 20 დასამახსოვრებელი მომენტი საჩემპიონო სეზონიდან.


თამაში "ევერტონთან". მე პირველ შემთხვევაში არ გამიმართლა და ვერ გავიტანე გოლი, თუმცა მეორე შემთხვევაში გამიმართლა და ჩვენ დავწყნარდით, რადაგან წინა სეზონის დაპირისპირება მათთან (4-4) საბედისწერო აღმოჩნდა.



მატჩი "ბერნაბეუზე". ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტადიონი მსოფლიოში, სადაც პირველად მოვხვდი. ჩვენ კარგი შანსები გვქონდა გასამრჯვებლად. უფრო სწორად, ჩვენ ვალდებულები ვიყავით გაგვემარჯვა.

რობინ ვან პერსის 20 დასამახსოვრებელი მომენტი საჩემპიონო სეზონიდან.


საპასუხო მატჩი "ოლდ ტრაფორდზე". ნანის წითელ ბარათამდე ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებდით. ჩვენ მსაჯის ამ გადაწყვეტილებით შოკირებულები ვიყავით.

რობინ ვან პერსის 20 დასამახსოვრებელი მომენტი საჩემპიონო სეზონიდან.


გოლი "სტოკის" კარში. გუნდელებს ძალიან უნდოდათ, რომ დამესრულებინა ეს უიღბლო სერია, ამიტომ ბედნიერება ყველას გავუზიარე. მე ძალიან მინდოდა მადლობა გადამეხადა სერ ალექსისთვის.



"სპურსის" გულშემატკივრობა. მე ვგულშემატკივრობდი "ტოტენჰემს", როცა ისინი "სიტის" ეთამაშებოდნენ. შეგიძლიათ დაიჯეროთ? "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი გულშემატკივრობს "ტოტენჰემს"! ამ მატჩმა ჩვენ მიგვაახლოვა ჩემპიონობასთან

რობინ ვან პერსის 20 დასამახსოვრებელი მომენტი საჩემპიონო სეზონიდან.


გოლი "ასტონ ვილას" კარში. მე მივენდე ინსტინქტს. მე შევხედე ბურთს და გავიფიქრე: "კარგი იქნება, თუ მოვახერხებ ერთი შეხებით დარტყმას". ყველაფერი გამოვიდა ისე, როგორც მე მსურდა.



თასი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გულშემატკივრებისთვის, მოთამაშეებისთვის და პერსონალისთვის. მე ვიყავი ბედნიერი, რომ ამდენი ადამიანი გავახარეთ. ბავშვები, ქალები, კაცები - ყველანი ბედნიერები იყვნენ.

რობინ ვან პერსის 20 დასამახსოვრებელი მომენტი საჩემპიონო სეზონიდან.


პრიზი კლუბისგან. მე ბედნიერივიყავი, რომ მივიღე "წლის ფეხბურთელის" პრიზი. პარტნიორებმა ჩემზე ძალიან იმოქმედეს და სასიამოვნო იყო მათთან მუშაობა.

რობინ ვან პერსის 20 დასამახსოვრებელი მომენტი საჩემპიონო სეზონიდან.


წყარო: redevils.ru
ვიდეოები, სურათები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Becksy
26 ივნისი 2013 02:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 176
საუთჰემტონთან თამაში იყო რაღაც სასწაული რა ,33 მაგარი კაცია რვპპ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ || Nemanja Vidic ||
№2
ავტორი: GeorgeBest
26 ივნისი 2013 03:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შესანიშნავი სეზონი ჰქონდა love საუთჰემტონთან ჰეთ-რიკი საუკეთესო იყო
0
№3
ავტორი: red devil
26 ივნისი 2013 07:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Astonvilastan hetriki dzaan magari golebi sheagdo
0
№4
ავტორი: ლადო
26 ივნისი 2013 08:25
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
უძლიერესია რობინი, პატარა ჩავარდნა კი ჰქონდა, მაგრამ მაინც უძლიერესია
0
№5
ავტორი: Vajiko C
26 ივნისი 2013 10:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
kargi iqneboda am siashi niukasltan tamashsac tu gaixsenebda old traffordze 4-3

kargi iqneboda am siashi niukasltan tamashsac tu gaixsenebda old traffordze 4-3
0
№6
ავტორი: chicha_chicha14
26 ივნისი 2013 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
ჩელსისთან მოგებაზე რატო არაფერი თქვა მანდაც ერთ-ერთი საუკკეთესო იყო am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top