ტიაგო ალკანტარას "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შანსები ორმაგად გაიზარდა. ალკანტარას მამა, ბრაზილიის ყოფილი ფეხბურთელი, მაზინიო ფიქრობს, რომ მისი შვილისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება "იუნაიტედი". მიუხედავად იმისა, რომ მისი შეძენის სურვილი ასევე აქვთ "სიტის", "ბაიერნს" და "ჩესლსის". ასევე ტიაგოს ძმა რაფინია აპირებს არენდით "ბარსადან" რომელიმე პრემიერ ლიგის გუნდში გადასვლას. ახლა ოჯახის მიზანია ყველანი ერთად დასახლდნენ ჩრდილო-დასავლეთში. რაფინია აპირებს ამ სეზონში არენდით დატოვოს "ბარსელონა" და დიდი ალბათობით ის "ევერტონში" გადავა, თუმცა მოიესიც მზადაა გაიფორმოს 20 წლის თავდამსხმელი, თუ ეს დაეხმარება მისი ძმის ტრანსფერის შესრულებაში. ასევე რაფინიათი დაინტერესებულები არიან "ჩელსი" და "არსენალი", ისევე როგორც "ბარსელონას" ვინგერით ჟერარდ დეოლოფეუთი.
The Daily Mail აცხადებს, რომ სერ ალექს ფერგისუონის პირველი შემადგენლობა "ოქსფორდის" წინააღმდეგ (1986 წლის 8 ნოემბერი), რომელიც ფურცელზეა ჩამოწერილი და თან ახლავს მისი ხელმოწერა, გაიყიდა 19 500 ფუნტად, რაც ექვსჯერ აღემატება საწყის ფასს.