თბილისი:
მანჩესტერი:
23-06-2013, 13:50
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 3224,
კომენტარები: 41
რას უნდა ველოდეთ 2013/14 წლებში "იუნაიტედისგან" ! (პირველი ნაწილი)
2013/14 წლის სეზონი ახლოვდება და მოლოდინი პიკს აღწევს. "იუნაიტედის" ფანებისთვის მომავალი სეზონი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან აგვისტოში "ოლდ ტრაფორდი" სულ სხვანაირ მანჩესტერს შეისისხლხორცებს. გთავაზობთ სტატიას, სადაც გაიგებთ თუ რას შეიძლება ველოდეთ მომავალ წელს "მანჩესტერისგან".
რას უნდა ველოდეთ 2013/14 წლებში
2012/13 წლის სეზონის დასასრულს "მანჩესტერ იუნიატედის" ლეგენდარულმა შოტლანდიელმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა 27 წლიანი მუშაობის შემდეგ მთავარი მწრვთნელის პოსტის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება. ამ გადაწყვეტილებამ მთელი საფეხბურტო სამყარო შოკში ჩააგდო, განსაკუთრებით კი "იუნაიტედის" გულშემატკივრებს დაწყვიტა გული. თითოეულ გულშემატკივარს გაუჩნდა კითხვა, თუ რა მომავალი ელის "იუნაიტედს" ფერგიუსონის გარეშე? ამაზე საუბარი საკმაოდ რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. გთავაზობთ სტატიას, სადაც განხილულია "მანჩესტერ იუნიატედის" უახლოესი ერთი სეზონის სავარაუდო შედეგი.

სერ ალექს ფერგიუსონის ფაქტორი

დედამიწაზე, ალბათ არ არსებობს ფეხბურთის მოყვარული ადამიანი, რომელმაც არ იცის ალექს ფერგიუსონის მოღვაწეობის შესახებ. ვებ სივრცეში არსებულმა სპორტულმა საიტებმა და მათ შორის REDARMY.GE - მაც შოტლანდიელ სპეციალისტს უამრავი სტატია მიუძღვნა, ამიტომ მე არ დავიწყებ მისი კარიერის განხილვას. მე მოგითხობთ ალექს ფერგიუსონის წარმატების რეცეპტის შესახებ.

სერ ალექს ფერგიუსონი იმ მწვრთნელების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც ძირითად აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებენ და ასე ცდილობენ გუნდის გაძლიერებას. დედამიწაზე ძალიან ცოტა მწრვთნელია ვისაც ეს საქმე შოტლანდიელივით კარგად გამოსდის. უკანასკნელი 27 წლის განმავლობაში "იუნაიტედის" შემადგენლობა მრავალჯერ შეიცვალა, თუმცა საფეხბურთო ფილოსოფია გამუდმებით ერთი და იგივე რჩებოდა. მიუხედავად ამისა, ფერგიუსონს გაჩერება მსოფლიოს ყველა ჩემპიონატზე, სადაც "იუნაიტედს" გამოსვლის უფლება ჰქონდა, ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო. რამ განაპირობა ეს?! ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, რადგან შეუძლებელია წარმოვიდგინოთ თუ რამხელა შრომა არის ჩადებული ამ ყვეალფრის მისაღწევად, მაგრამ ფაქტების დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მარტივად.

ფერგიუსონი კლუბში მოსვლის დღიდან შეუდგა "იუნაიტედის" აკადემიის განვითარებაზე ზრუნვას, რადგან ის თვლიდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების დახმარებით წარმოუდგენელი შედეგის მიღწევა შეიძლებოდა. წლების განმავლობაში ჩვენ დავრწმუნდით, რომ ის არ ცდებოდა. მიუხედავად რთული წლებისა, "იუნაიტედმა" შეძლო ფეხე დადგომა და ტიტულების მოპოვება. ფერგიუსონს ჰქონდა ზუსტად გათვლილი გეგმა, რომელსაც 27 წლის განმავლობაში უცვლელად მიყვებოდა. მიზანდასახულობამ და დიდმა შრომამ, თავისი შედეგი, რა საკვირველია გამოიღო. შოტლანდიელმა შეძლო აკადემიის გაძლიერება, საიდანაც უამრავი ფეხბურთელი აღმოჩნდა "იუნაიტედის" ძირითადი გუნდის ფეხბურთელი და ისინი წარმატების განუყოფელი ნაწილი გახდნენ.

შოტლანდიელი თავისი მახვილი თვალით მსოფლიოში არსებულ ყველა ნიჭიერ ფეხბურთელს ყურადღებით აკვირდებოდა და საუკეთესოები გუნდში მოყავდა. ის გამუდმებით აგზავნიდა სკაუტებს დედამიწის სხვა და სხვა წერტილში და მათგან საუკეთესო ინფორმაციის მოწოდებას მოითხოვდა. ფერგიუსონის სიმკაცრე და პროფესიონალიზმი, რომელსაც ის თითოეულ ახალგაზრდა ფეხბურთელს უზიარებდა, კლუბის 27 წლიანი ეპოქის შემოქმედი გახდა.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ შოტლანდიელის წასვლის შემდეგ "იუნაიტედი" საკადრო პრობლემების წინაშე დადგა. "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას უნდა გადაეწყვიტა მომავალი მწვრთნელის ვინაობა, რომელიც საკუთარ სტილს დანერგავდა გუნდში და ამ სტილის მიხედვით განავითარებდა გუნდს. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადაწყდა, რომ "იუნაიტედს" საფეხბურთო ფილოსოფია არ უნდა შეეცვალა და მთავარ მწვრთნელადაც საუკეთესო კანდიდატურა, შოტლანდიელი დევიდ მოიესი წარადგინეს.

დევიდ მოიესის ფაქტორი

დევიდ მოიესი გამოცდილი შოტლანდიელი მწვრთნელია, რომელიც 10 წლის განმავლობაში "ევერტონს" წვრთნიდა. ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, ბევრი ელოდა მოიესის კანდიდატურის წარდგენას, რადგან კრიტიკოსები თვლიდნენ, რომ "იუანიტედი" სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქის გაგრძელებას შეეცდებოდა და ამისთვის მისი მსგავსი სპეციალისტის მოძებვნა იყო საჭირო. დევიდ მოიესი ამ პოსტისთვის ზედგამოჭრილი მწვრთნელი იყო და "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამაც არ დააყოვნა მისი წარდგენა. მოიესი დაკისრებული ვალდებულების შესრულებას პირველი ივლისიდან შეუდგება. ადამიანების მოსაზრება ამ სპეციალისტს მიმართ ორ ნაწილად იყოფა. ნაწილი თვლის, რომ მოიესის მოღვაწეობა "იუნაიტედში" დიდხანს და წარმატებულად გაგრძელდება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მოიესი უახლოეს წლებსი დათხოვნილი იქნება მთავარი პოსტიდან. ორივე შესაძლო ვარიანტის განხილვას შემდეგ აბზაცებში შემოგთავაზებთ.

დევიდ მოიესი მწვრთნელების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ალექს ფერგიუსონი მიეკუთვნებოდა. ევერტონში გაწეული სამუშაოს შედეგად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოიესს აქვს ტალანტებთან მუშაობის უნიკალური ნიჭი და ასევე მატი აღმოჩენის უნარი. "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერი, უეინ რუნი სწორედ დევიდ მოიესის აღმოჩენილია და პირველი კარიერული ნაბიჯები სწორედ მის ხელში გადადგა ინგლისელმა ფორვარდმა. მოიესს შეუძლია სტაბილური გუნდის ჩამოყალიბება არც თუ ისე დიდი სახსრებით, რაშიც უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში დავრწმუნდით. მოიესმა შეძლო "ევერტონი" გაეხადა ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ გუნდად და ამას საშუალო დონის ფეხბურთელების მიაღწია. შოტლანდიელის ხელში "ევერტონი" იქცა ძლიერ კლუბად, რომელიც საუკეთესო ოთხეულისთვის ბოლო ტურებამდე იბრძოდა. ჩვენ კარგად გვახსოვს მოიესის გუნდის შედეგები ისეთ ძლიერ გუნდებთან, როგორიცაა ლივერპული, არსენალი, ჩელში, მან.სიტი და მან.იუნაიტედი. ეს გუნდი პრემიერ ლიგის და ევროპის საუკეთესო კლუბებს მოედანზე ტოლს არ უდებდა და ამ ყველაფერს ახალაგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების დახმარებით ახერხებდა.

აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" საფეხბურთო პოლიტიკას და ფილოსოფიას არ შეიცვლის და იგივე გზით განაგრძობს განვითარებას.

ტაქტიკა

ტაქტიკური ფაქტორი უმნიშვნელოვანესი ნაწილია გუნდის წინსვლისთვის. სერ ალექს ფერგიუსონის ტატქიკა საქვეყნოდ არის აღიარებული. ეს სპეციალისტი ხშირად ცვლიდა ფეხბურთელების წყობას და თითქმის ყველა მატჩში სხვა და სხვა დავალებებს აძლევდა მის ხელთ არსებულ ფეხბურთელებს. თუმცა, ფერგიუსონი უფრო ხშირად 4-2-2 , 4-5-1 და 4-4-1-1 ტაქტიკით თამაშობდა.

დევიდ მოიესის შემთხვევაში ტატქიკური მრავალფეროვნება იშვიათად გვხვდებოდა, თუმცა რეალურად რომ ვთქვათ, მას ამის საშუალება არც ჰქონდა. შოტლანდიელის გაწვრთნილი "ევერტონი" ორი ძირითადი ტაქტიკით თამაშობდა (4-2-3-1 / 4-4-1-1). მისი გუნდი აგრესიულ ფეხბურთს თამაშობდა, რომელიც ხშირად მიმართავდა პრესინგს და კონტრშეტევებზე შეუდარებელი იყო. ამ ორი გუნდის ტაქტიკას შორის არის დიდი მსგავსება, რომელიც შეიძლება მოიესმა არ შეცვალოს და იგივენაირად განაგრძოს საქმის კეთება. ახლა მას ამისთვის გაცილებით უკეთესი პირობები აქვს.

შემადგენლობა

დაცვის ხაზი - წესით, დაცვის ხაზში დევიდ მოიესს არ უნდა შეექმნას არანაიარი პრობლემა, რადგან "იუნაიტედს" ყავს არაჩვეულებრივი მცველები ვიდიჩის, ევრას, ბატნერის, რაფაელის, ფილ ჯონსის, ფერდინანდის, ევანსისა და სმოლინგის სახით. წინა სეზონებში დაცვის უცვლელი წევრები იყვნენ ფერდინანდი, ევრა, ვიდიჩი და რაფაელი, თუმცა ვფიქრობ მომავალ სეზონში ეს ტრადიცია დაირღვევა. გამომდინარე დევიდ მოიესის პოლიტიკისგან და "იუნაიტედის" შემადგენლობისგან უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ სეზონში ძირითადი შემადგენლობის კანდიდატები ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელები იქნებიან. აქვე უნდა აღინიშნოს მოიესის სიყვარული კარგ ფორმაში მყოფი ვეტერანების მიმართ.

მარჯვენა ფლანგზე რაფაელ და სილვა შეუცვლელი იქნება და მას ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს, რადგან ეს ბიჭი თავის საქმეს იდეალურად ართმევს თავს. ცენტრში ფერდინანდის ნაცლად, სავარაუდოდ ფილ ჯონსი დაიკავებს ადგილს და რიოს სათამაშო დრო საგრძნობლად იკლებს, რადგან ეს უკანასკნელი არც თუ ისე სახარბიელო ფორმაში იმყოფება. ნემანია ვიდიჩი კვლავ ძირითადი გუნდის ფეხბურთელი იქნება და არც კაპიტნის სამკლაურს დაუთმობს ვინმეს, თუმცა დრო და დრო მასაც მოუწევს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა. მის ნაცვლად ითამაშებენ ევანსი და სმოლინგი, მაგრამ რამდენად ხშირად ეს უკვე მოიესის საქმეა. მარცხენა ფლანგზე საქმე უფრო რთულადაა, რადგან გუნდში გვყავს სამი მარცხენა მცველი და სამივე იდეალურად მოთამაშე. პატრის ევრა წლების განმავლობაში გუნდის უცვლელი წევრი იყო და ძალიან სტაბილურ ფეხბურთელად ითვლება, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად მეტ შეცდომასაც უშვებს. გუნდს დაუბრუნდა ფაბიო და სილვა, რომელმაც წინა სეზონი ქუინს პარკ რეინჯერსში ჩაატარა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. რა საკვირველია, ფაბიოს ძირითად გუნდში მოხვედრის დიდი ამბიცია ექნება. მარცხენა ფლანგის დაკავება ასევე სურს ჰოლანდიელ ბატნერს, რომელიც გასულ სეზონში "ვიტესიდან" გადმოიყვანა ფერგიუსონმა და მიუხედავად მატჩების მინიმალური რაოდენობისა ბატნერმა არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა იუნაიტედის ფანებზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საკმაოდ რთული წარმოსადგენია, თუ ვისზე გაკეთდება აქცენტი მომავალ სეზონში.

ნახევარდაცვა - ნახევარდაცვა ის ადგილია, სადაც მოიესმა უნდა შემოგვთავაზოს თავისი ტაქტიკური აზროვნება. პოლ სქოულზის პენსიაზე გასვლისა და რაიან გიგზის ასაკის გამო, მოიესმა უნდა შეიძინოს შემტევი ცენტრალური ნახევარმცველი. გასულ სეზონში მაიკლ კერიკმა არაჩვეულებრივი სანახაობა შემოგვთავაზობა თავისი ეფექტური პასებით და სქოულზის უთამაშებლობა დიდად არ დაატყო გუნდს. თუ კერიკი იგივე დონეზე განაგრძობს თამაშს, ის ძირითად გუნდში კვლავ შეუცვლელად ითამაშებს. კერიკის გარდა, გუნდში ცენტრალური ნახევარმცველები არიან ტომ კლევერლი, ანდერსონი და ფლეტჩერი. დარენ ფლეტჩერი უკვე დიდი ხანია არ გამოჩენილა "იუნაიტედის" შემადგენლობაში და არავინ ფიქრობს, რომ აქცენტი მასზე გაკეთდება. ანდერსონი ვერა და ვერ შევიდა თავის საუკეთესო ფორმაში და ამის გამო ის წამსვლელ ფეხბურთელთა სიაში მოიაზრება. ტომ კლევერლი სავარაუდოდ ხშირად გამოჩნებდა ძირითად შემადგენლობაში, რადგან გასული სეზონი მან მაღალ დონეზე ჩაატარა. "იუნაიტედს" ჭირდება ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია სოლო რეიდის შესრულება და მომენტის გოლით დაგვირგვინება. ამისთვის საუკეთესო კანდიდატურია "ბარსას" ფეხბურთელი, ტიაგო ალკანტარაა, რომლის გაფორმებას "იუნაიტედი" ბეჯითად ცდილობს. თუ ეს ტრანსფერი არ გაიჩარხება, შესაძლოა მოიესმა კვლავ უეინ რუნი დააყენოს ცენტრალურ ნახევარმცველად, რაც მისთვის ახალი არ იქნება და ამით შინჯი კაგავას გაუნთავისუფლოს ის ადგილი, სადაც კაგავა დორტმუნდში თამაშობდა. კაგავა ცენტრალური ფორვარდის უკან თამაშობდა და საკმაოდ შედეგიანიც იყო.

ვინგერები - მოდით ვისაუბროთ ვინგერებზე, რომლებიც გასულ სეზონში ფაქტობრივად "იუნაიტედს" არ ჰყოლია. ნანიმ, იანგმა და ვალენსიამ შარშან საშინელი სეზონი ჩაატარეს. სამივემ ერთად ოთხი გოლის გატან შეძლო, რაც ვინგერისთვის შემარცხვენელი შედეგია. ვალენსიამ გასულ სეზონში 40-ამდე მატჩი ჩაატარა და შედეგიანობით არ გამორჩეულა. ერთადერთი ვინგერი, რომელმაც შედეგი მოიტანა, ვეტერანი რაიან გიგზი იყო, რომელიც რაღაც თამაშებში შეუდარებელი იყო, თუმცა სამწუხაროდ მას აღარ შეუძლია ყოველ კვირას ერთ დონეზე თამაში. დღეს, მოიეს ყავს კიდევ ერთი ვინგერი, ვილფრიდ ზაჰა, რომელის გასულ სეზონში ჩემპიონშიფში გამორჩეული ფიგურა იყო და დიდი წვლილი მიუძღვის კრისტალ პალასის პრემიერ ლიგაში დაწინაურებაში. ამასთანავე, თუ ჭორები მართალი აღმოჩნდება და "იუნაიტედი" რონალდოს დაიბრუნებს, მაშინ მოიესს მოუწევს ნანისა და იანგის გუნდიდან გაშვება. ვალენსია გუნდში უნდა დარჩეს, რადგან მისი გამოყენება დიდ თამაშებში შეიძლება თავისი პასისა და ფიზიკური სიძლიერის გამო.

წინა ხაზი - წინა ხაზი არის ადგილი, სადაც "იუნაიტედს" არჩევანის გაკეთება ყველაზე მეტად გაუჭირდება. გუნდში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელთა საერთო აქტივი წინა სეზონში 49 გოლს შეადგენს. დენი ველბექმა შარშან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, თუმცა მან ყველაზე მეტი დრო ვინგერის პოზიციაზე გაატარა ვინგერების საშინელი თამაშის გამო. წინა ხაზში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და დევიდ მოიესს მოუწევს დიდი შრომა საუკეთესოების ასარჩევად. გუნდში გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც შედეგიანობით ყველგან და ყოველთვის გამოირჩევიან. ხავიერ ერნანდესმა კონფედერაციის თასზე სამ თამაშში სამი გოლი გაიტანა, რაც თავისთავად შთამბეჭდავია. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეინ რუნი რჩება მანჩესტერში და რა თქმა უნდა, ის გუნდის განუყოფელი ნაწილი იქნება. რობინ ვან პერსი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იქნება, ამას წყალი არ გაუვა. ის პირველი თავდამსხმელის პოზიციაზე ითამაშებს და განაგრძობს გოლების გატანას. თუ გუნდში კრიშტიანო რონალდო დაბრუნდება, სიტუაცია ორმაგად დაიძაბება. საბოლოოდ კი ძირითადში მაინც რუნი, ვან პერსი, კაგავა და რონალდო მოხვდებიან. ვილფრიდ ზაჰას სათამაშო დრო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ის ძალიან ახალგაზრდაა და პირველივე დღეს ძირითადს ვერავინ უწინასწარმეტყველებს. ერთი სიტყვით საინტერესო სეზონი გველის წინ.

სავარაუდო შემადგენლობა, იმ შემთხვევაში თუ გუნდს არავინ დაემატება, ასეთი იქნება


რას უნდა ველოდეთ 2013/14 წლებში "იუნაიტედისგან" ! (პირველი ნაწილი)


პირველი ნაწილის დასასრული.
ავტორი : დიმა სანაია
სტატიები
41 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
23 ივნისი 2013 13:52
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
საღოლ დიმა:) წავიკითხავ მერე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: ლადო
23 ივნისი 2013 13:55
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ დიმა გაღიარებ))
0
№3
ავტორი: Beckham 7
23 ივნისი 2013 14:05
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
წავიკითხე დიმა და თითქმის ყველაფერი სწორად გიწერია, მარა რატო გგონია რო კაგავა ფლანგზე იქნება თუ არავის ვიყიდით?

ნანის და იანგს ორივეს უშვებ რონალდოს ტრანსფერის შემთხვევაში?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№4
ავტორი: GeorgeBest
23 ივნისი 2013 14:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დონე ხარ როგორც ყოველთვის good2

ზაა პირველივე წელს დაიმკვიდრეს ძირითადში ადგილს, აი ნახავთ. მოიესს რა თქმა უნდა გაცილებიდ დიდი რესურსი გააჩნია, ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი და აქვს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება, 10 წლიანი გამოცდილება! ლიგას რაც სეეხება, მე რატომღაც მგონია რომ ეს კაცი იტყვის თავის სიტყვას და ყველას დაადუმებს. დიდი იმედებით ველი ახალ ერას, ისტორიულ მომენტს, როცა მოიესი ოლდ ტარფორდზე შემოაბიჯებს მწვრთნელის რანგში. დიდი იმედი მაქვს ეს ერა ისეტივე ტიტულოვანი იქნება როგორც ეს დიადი ფერგისი იყო
0
№5
ავტორი: VaRdo
23 ივნისი 2013 14:10
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მალადეც ძმაო love ველდოები მეორეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: DimaSanaia
23 ივნისი 2013 14:18
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
Beckham 7,
პირველ რიგში კაგავა ფლანგზე იმიტომ გავანაწევრე, რომ რუნიმ წინა ხაზში უნა ითამაშოს აუცილებლად და ვან პერსი ვერ დაიწევს უკან. დაუკვირდი რუნის და ვან პერსის უკან რომ დავაყენო კაგავა ცენტრალური ნახევარდაცვა სუსტდება საოცრად, რადგან სამნი რჩებიან და ვერც ცენტრს და ვერც ფლანგებს ნორმალურად ვერრარ დაიჭერენ. კაგავამ ფლანგზე ითამაშა რამდენიმე თამაში და საკმაოდ კარგი იყო. თუ რონალდოს ვიყიდით იანგი და ნანი ორივე წავლენ იმიტომ რომ მათი მოხვედრა სასტავში უკვე ფანტასტიკის სფეროდანაა. არასტაბილერბი არიან და მოიესი სტაბილური გუნდის მშენებლობას იწყებს.

ალკანტარას და რონის თუ ვიყიდიტ, მაშინ სულ სხვანაირი წყობა იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№7
ავტორი: BERDI
23 ივნისი 2013 14:19
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ დიმა სღოლ სიტყვები არ მყოფნის გავიმეორებ ლადოს ნათქვამს გაღიარებ ძმაო საღოლ. ველოდები მეორე ნაწილს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№8
ავტორი: DimaSanaia
23 ივნისი 2013 14:23
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
BERDI MAN_FAN,
გაიხარეთ ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№9
ავტორი: red devil
23 ივნისი 2013 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol dima magaria. Ubralod ert rames ver mivxvdi ferdinandis formas ras erchi? Dzaan magrad itamasha wina sezonshi.
0
№10
ავტორი: DimaSanaia
23 ივნისი 2013 14:31
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
red devil,
ფორმას არაფერს ვერჩი, უბრალოდ ის აღარაა რაც იყო. ბევრ შეცდომებს უშვებდა სამწუხაროდ, არადა რიო როგორ მიყვარს :( ჯონსის თამაში უფრო სასურველია ამჟამად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top