თბილისი:
მანჩესტერი:
23-06-2013, 03:32
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 3231,
კომენტარები: 8
სკანდინავიელი "წითლები"
"მანჩესტერ იუნაიტედი" 6 აგვისტოს გამართავს "Aon"-ის მიერ ორგანიზებულ წინა სასეზონო მატჩს სტოკჰოლმში. ამ მოვლენასთან დაკავშირებით გავიხსენოთ ფეხბურთელები სკანდინავიური ქვეყნებიდან, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედში" ირიცხებოდნენ.
სკანდინავიელი
"მანჩესტერ იუნაიტედი" 6 აგვისტოს გამართავს "Aon"-ის მიერ ორგანიზებულ წინა სასეზონო მატჩს სტოკჰოლმში. ამ მოვლენასთან დაკავშირებით გავიხსენოთ ფეხბურთელები შვედეთიდან და მისი მეზობელი სკანდინავიური ქვეყნებიდან, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედში" ირიცხებოდნენ.

იესპერ ოლსენიდან (1984 წ.) დაწყებული, ანდერს ლინდერგაარდით (2013 წ.) დამთავრებული, სკანდინავიელები შესანიშნავად ემსახურებოდნენ "იუნაიტედს". მაგალითად ისიც კმარა, რომ 1999 წლის ვარსკვლავურ გუნდში არც მეტი, არც ნაკლები, 6 სკანდინავიელი ირიცხებოდა. გავიხსენოთ ის ცხრა ფეხბურთელი, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადი შემადგენლობის წევრები იყვნენ:

შვედეთი


სკანდინავიელი "წითლები"

ჰენრიკ ლარსონი: ყველასთვის მოულოდნელი არენდით აყვანილი ფეხბურთელი, რომელიც ვერ დაითანხმეს, რომ დარჩენილიყო "წითლებში". ინგლისის თასზე სადებიუტო თამაშში "ასტონ ვილას" კარში გატანილმა გოლმა ცხადყო, რომ მას 35 წლის ასაკშიც კი არ დაუკარგავს თავდამსხმლის ინსტიქტი. საბოლოოდ მან ამ სეზონში 13 თამაშში სამი გოლის გატანა მოახერხა.

სკანდინავიელი "წითლები"

იესპერ ბლომქვისტი: მან სერ ალექსი ყურადღება მაშინ მიიპყრო, როდესაც "გოტენბურგში" თამაშის დროს, მისმა გუნდმა "იუნაიტედი" ევროპის თასის მიღმა დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ის 1999 წელს "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, მან მხოლოდ ორჯერ მოახერხა "პრემიერ ლიგაში" თამაშის საწყისი წუთებიდან დაწყება. საბოლოოდ ის "ევერტონში" გადავიდა.

მესამე შვედი არის ბოიან დიორდიჩი, რომელმაც 2001 წელს ორად ორი მატჩი ჩაატარა ძირითადი გუნდის შემადგენლობაში.

ნორვეგია:


სკანდინავიელი "წითლები"

ოლე გუნარ სოლსკაერი: "მკვლელი ბავშვის სახით" არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენი გუნდის ისტორიაში. იგი "იუნაიტედმა" "მიოლდედან" შეიძინა 1.5 მილიონად, მას შემდეგ რაც მათ ვერ შეძლეს ალან შირერის ყიდვა. ნორვეგიელი ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული მანჩესტერში და რა თქმა უნდა მისი სახელი ოქროს ასოებით იქნება ჩაწერილი "იუნაიტედის" ისტორიაში 1999 წლის დრამატული ფინალის შემდეგ.

სკანდინავიელი "წითლები"

ჰენინგ ბერგი: "ბლექბერნში" გაბრწყინების შემდეგ "იუნაიტედმა" იგი 5 მილიონად შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ მან მხოლოდ სამი სეზონი გაატარა "ოლდ ტრაფორდზე", მან ორჯერ მოახერხა "პრემიერ ლიგის" მოგება და იყო 1999 წლის "იუნაიტედის" წევრი.

სკანდინავიელი "წითლები"

რონი ჯონსენი: ძალიან სანდო და შეუფასებელი ფეხბურთელი, რომელიც შესანიშნავად თამაშობდა როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში. ტრამვებმა მას ხელი შეუშალეს პროგრესირებაში. "იუნაიტედმა" იგი შეიძინა "ბეშიხტაშიდან" და ის უფასოდ შეუერთდა "ასტონ ვილას" "ოლდ ტრაფორდის" დატოვების შემდეგ.

ნორვეგიელმა თავდამსხმლებმა ჯოშუა კინგმა (2009-2013) და ერიკ ნევლანდმა (1997-2000) ასევე მოახერხეს რამდენიმე თამაშის ჩატარება ძირითად შემადგენლობაში.

დანია


სკანდინავიელი "წითლები"

იესპერ ოლსენი: ის იოჰან კრუიფთან ერთად თამაშობდა "აიაქსში", საიდანაც 350 000 ფუნტად შეიძინა "იუნაიტედმა". მას დებიუტი ჰქონდა "უოტფორდის" წინააღმდეგ 1984-1985 წლებში. დანიელმა ფეხბურთელმა ჩაატარა 139 შეხვედრა "პირველ დივიზიონში" და 21 გოლის გატანა მოახერხა.

სკანდინავიელი "წითლები"

იონ საივბეკი: მან გაიტანა პირველი გოლი სერ ალექს ფერგიუსონის ერაში და ეს გოლი ერთადერთი აღმოჩნდა მის მანჩესტერულ კარიერაში. 1985 წელს რონ ატკინსონმა იგი "ვეილ ბოლდკლაბიდან" იყიდა და რამდენიმე წლის შემდეგ იგი "სენტ ეტიენში" გადავიდა.

სკანდინავიელი "წითლები"

პეტერ შმეიხელი: "შესანიშნავი დანიელი" "იუნაიტედმა "ბრონდბიდან" შეიძინა 1991 წელს და ის ითვლება კლუბის ისტორიაში საუკეთესო მეკარედ. მან უკაპიტნა "წითლებს" თავის ბოლო თამაშში 1999 წლის ფინალში "ბაიერნის" წინააღმდეგ და აღმართა ევროპის თასი სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად.

სკანდინავიელი "წითლები"

ანდერს ლინდერგაარდი: ერთადერთი სკანდინავიელი ფეხბურთელი დღევანდელ "იუნაიტედში". ლინდერგაარდი "წითლებს" 2011 წლის იანვარში შეუერთდა. მან მოახერხა 10 თამაშის ჩატარება 2012-2013 წლებში და მიიღო "პრემიერ ლიგის" მედალი.

შემდეგი დანიელი რომელმაც "იუნაიტედში" ითამაშა შმეიხელის შემდეგ იყო მედს ტიმი, თუმცა მან მხოლოდ ერთი გასვლითი შეხვედრა ჩაატარა 2002-2003 წლებში "მაკაბი ჰაიფას" წინააღმდეგ.

წყარო: www.manutd.com
სხვა
8 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
23 ივნისი 2013 07:15
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ გიო...იმედია გააგრძელებ ისევ წერას...ყველაზე წარუმატებლად ახლა მაინც ლინდერგაარდს ვთვლი რადგან არ გაუმართლა და დე ხეას დრო მოხვდა კლუბში, კარგი მეკარეა, მაგრამ არ არის იუნაიტედის შესაფერისი...
0
№2
ავტორი: rooney and persi
23 ივნისი 2013 11:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 80
აუუ ლინდერა მოაშორონ რა
0
№3
ავტორი: TrueRed
23 ივნისი 2013 11:13
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
ეჰ ლინდერ ლინდერ.. areyoukiddingmeცუდია რომ დე ხეას დროს მოუწია თამაში, არადა ცუდი მეკარე არარის, მაგრამ დე ხეა სულ სხვა დონეა love
0
№4
ავტორი: red devil
23 ივნისი 2013 12:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Yvelaze magrebi ole da piteri iyvnen
0
№5
ავტორი: Becksy
23 ივნისი 2013 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 176
ლიდნერა მაგარი დებილი მეკარეაა რაა :|| შმეიხელიი კიდე მაგარი კაციი იყოო <333 სოლსკიარზე კიდე რავიცი რაა ოქროს ბიჭუნაა .. როგორც ჩიჩაა არ ეხააა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ || Nemanja Vidic ||
№6
ავტორი: NeymaR
23 ივნისი 2013 12:39
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
მომენატრა ოლე გუნარა <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№7
ავტორი: GeorgeBest
23 ივნისი 2013 13:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლინედეგაარდს უბრალოდ არ გაუმართლა დე ხეას დროს რომ უწესვ თამაში, თორე ძალიან კარგი მეკარეა love

ოლე ყველაზე მაგრად მიყვარს love
0
№8
ავტორი: Z A C K™
23 ივნისი 2013 21:35
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ვგიჟდები ასეთ სიახლეებზე derphappycry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top