დღეს დილით ინგლისურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტიაგო ალკანტარა უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია და მანკუნიანელებმა კატალონიელებს 22 მილიონი ევრო გადაუხადეს მის სანაცვლოდ, ხოლო ფეხბურთელი წლიურ გასამრჯელოდ 6 მილიონ ევროს მიიღებსო. თუმცა ახლახანს ესპანური პრესა ESPN-წერს, რომ "ბარსამ" ალკანტარას გაყიდვა გადაიფიქრა და ფეხბურთელს დარჩენის სანაცვლოდ უკეთეს პირობებსა და ძირითადში თამაშს სთავაზობს. ახლა კი ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული, ჩვენ კი დაველოდოთ თუ რას გადაწყვეტს 22 წლის მართლაც უნიჭიერესი ნახევარმცველი.