როგორც ცნობილი გამოცემა "The Telegraph" იუწეყბა, მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელებმა ისევ გამოთქვეს სურვილი რობერტის შეძენის.
იუნაიტედის ახალი მწვრთნელი დევიდ მოიესი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ უეინს კლუბის დატოვება სურს. იგი ფიქრობს, რომ თუ რუნი კლუბს დატოვებს, მაშინ კლუბს ახალი თავდამსხმელის დამატება მოუწევთ. ეს ფეხბურთელი კი ისევ და ისევ რობერტ ლევანდოვსკი იქნება. ხელმძღვანელობა მზადაა დაიწყოს ახლიდან დორტმუნდთან მოლაპარაკებები.
ასევე დღევანდელ გაზეთებში იუწყებიან, რომ იუნაიტედი რონალდოს ვეღარ შეიძენს, რადგან დიდი ალბათობით იგი მადრიდში დარჩება. ამის გათვალისწინებით დევიდი მზადაა კონტრაქტი გააფორმოს რობერტ ლევანდოვსკთან, რომლითაც სერ ალექს ფერგიუსონი გასულ წელსაც ინტერესდებოდა, მაგრამ მისი გადმოყვანა ვერ შეძლო.
როგორც სხვადასხვა მედია იუწყება იუნაიტედმა გააკეთა უკვე ოფიციალური შეთავაზება დორტმუნდთან, მაგრამ რამდენად ნამდვილი ინფორმაციაა ეს ზუსტად არ ვიცით. ჯერჯერობით ცნობილი და ზუსტი არაფერია.