"იუნაიტედის" აღზრდილისა და "სუონსის" მოთამაშის ალან ტეიტის საპატივცემულოდ გასამართი მატჩი გადაიდება- იტყობინება Sky Sports. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა 13 აგვისტოს უნდა გამართულიყო.
დევიდ მოიესის გუნდს "ლიბერთი სტედიუმზე" პრემიერ ლიგის დაწყებამდე, 4 დღით ადრე უნდა ეთამაშა. მაგრამ ეს შეუძლებელი გახდა იმის შემდგომ რაც კალენდარი გამოქვეყნდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველ მატჩს "სუონსის" წინააღმდეგ გამართავს, ხოლო კვირაში 2_ჯერ უელსში მოგზაურობა "ეშმაკების" ფორმაზე ცუდად აისახებოდა. სწორედ ამ მიზეზის გამო გადაიდო ალანის საპატივცემულოდ გასამართი მატჩი.