მოგეხსენებთ ისრაელში 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა სადაც გამარჯვება ესპანეთის ნაკრებმა მოიპოვა. "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი ხანია ინტერესდება ტიაგო ალკანტარათი, რომელიც ესპანეთის კაპიტანი იყო და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
"ბარსელონას" 22 წლის ნახევარმცველმა ფინალში იტალიასთან ჰეტ-ტრიკი გაიფორმა და სწორედ მისი წყალობით მოიპოვა ესპანეთმა გამარჯვება, ანგარიშით 4-2.
უეფას ოფიცილაურ საიტზე ვკითხულობთ: "როგორც გუნდის კაპიტანმა ნამდვილი ლიდერის თვისებები გამოავლინა როგორც მოედანზე, ისე მთელი ტურნირის განმავლობაში. ტიაგო მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ესპანეთისთვის, იგი კარნახობდა თამაშის ტემპს, დიდხანს ფლობდა ბურთს და გამოავლინე ფლეიმეიკერის თვისებები. ტიაგოს კარგად შეუძლია გრძელი და მოკლე პასების გაკეთება".
"მისი სამი გოლი ფინალში უნიკალური ინდივიდუალური მიღწევაა და დიდი წვლილი შეიტანა გუნდის გამარჯვებაში. ამიტომ გადაეცემა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო".
ტიაგოს უკვე გადაწყვეტილი აქვს "ბარსელონას" დატოვება და მისი სატრანსფერო ფასი 18 მილიონი ევრო გახლავთ. მისით პრემიერ ლიგის გრანდები, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" ინტერესდებიან. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირში "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დევიდ დე ხეა მონაწილეობდა.