მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მცველი, არტურ ალბისტონი დარწმუნებულია, რომ დევის მოიესი მისცემს შანსს ყველა იმ ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელიც ახლა მის განკარგულებაშია:”ყველა ფეხბურთელს, რომელიც იუნაიტედის აკადემიაში აღიზარდა, აქვს შესანიშნავი პერსექტივა. ეს კლუბი არასდროს ერიდებოდა მიეცა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შანსი თუ ისინი ამას იმსახურებდნენ. ვფიქრობ, ამ მხრივ დევიდ მოიესი არ იქნება განსხვავებულ სერ ალექსისაგან. ისინი ორივენი ცბიერი შოტლანდიელბი არიან, რომლებიც არ დახარჯავენ დიდი რაოდენობით თანხას ტრანსფერებისთვის თუ მათ გუნდში ამდენი ახალგაზრდა ჰყავთ. ამ შესვენებაზე იუნაიტედი მყარად უნდა იდგეს სატრანსფერი ბაზარზე. გუნდში მოვლენ ისეთ ფეხბურთელები, რომლებსაც ექნებათ სურვილი გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. იუნაიტედი ყოველთვის ცდილობს საკუთარი პროდუქცია აწარმოოს.”
”როცა მე ახალგაზრდა ვიყავი, გაცილებით რთული იყო საკუთარი თავის წარმოჩენა. ჩვენ არ გვქონდა განსაკუთრებული გამოცდილება. როცა ძირითადის ფეხბურთელი მიიღებდა ტრავმას, სწორედ მაშინ გამოვყავდით მოედანზე. ახლა კი ახაკგაზრდებს შეუძლიათ იმოგზაურონ გუნდთან ერთად და მიეჩვიონ ძირითდ შემადგენლობასთან თამაშს. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ადნან იანუზაიმ. მისი რამდენიმე მატჩი ვნახე და გაუცებული ვიყავი. სეზონის ბოლო მატჩებში ის განაცხადშიც მოხვდა და სათადარიგოთა სკამზეც იჯდა. ის შესანიშნავად სწორდება თავის მოწინააღმდეგეებს. მას ნამდვილად დიდი მომავალი აქვს.”