როგორც ბრიტანული გამოცემა DailyMail იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეთახმებას მიაღწია "ბარსას" ნახევარმცველთან - ტიაგო ალკანტარასთან.
გუნდის ხელმძღვანელები და ფეხბურთელი ყველაფერზე შეთანხმდნენ და გავრცელებული ინფორმაციით ესპანელის ხელფასი წელიწადში 5 მილიონი ფუნტი იქნება.
ტრანსფერის სავარაუდო თანხა 17 მილიონი ევროა. აღსანიშნავია, რომ ალკანტარასადმი ინტერესს იჩენს უკვე "ჩელსი" და "სიტი", თუმცა ფეხბურთელს კონტრაქტის პირობები შეთანხმებული აქვს და ამ დღესვე თუ არა მომავალ კვირაში აუცილებლად გახდება ცნობილი საბოლოო (ოფიციალური) გადაწყვეტილება.