ზაას დებიუტი 2011 წელს შედგა "კრისტალ პალასში" "კარდიფ სიტის" წინააღმდეგ. ამ დებიუტის შემდეგ ზაამ ჩაატარა 126 მატჩი და 13 გოლი გაიტანა.
ახალგაზრდა ზაა "იუნაიტედში" გადასვლამდევე იკეთებდა ორიგინალური ადამიანის იმიჯს მინდორზე. ადამიანისთვის, როემლიც უმაღლეს დონეზე ჯერ არ თამაშობს, ასეთი სიტყვები მხოლოდ მის თავდაჯერებულობაზე მეტყველებს:"მე არასდროს არ შევხედავ სხვას და ვიფიქრებ, რომ ის ჩემზე უკეთესია! შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც ეს არ არის კრისტიანო რონალდო ან კიდევ ლიონელ მესი. როდესაც მე მინდორზე ვარ – ყველაზე საუკეთესო ვარ!"
"წითელ ეშმაკუნებთან" კონტრაქტსი შემდეგ ზაამ მიიღო ჩემპიონშიპის საკუეთესო ფეხბურთელის წოდება, რასაც ის ნამდვილად იმსახურებდა "კრისტალ პალასში".
ფლეი–ოფის მატჩებში ზაამ შესანიშნავად წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები. ზაამ დაამტკიცა, რომ კლუბს და მის გულშემატკივარს ძალიან დიდ პატივს ცემდა და მიუხედავდა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლისა ის მაინც ბოლომდე დაიხმარა "კრისტალ პალასს". მან დაგვანახა მისი შესაძლებლობები: ის მიზანდასახულია, გამარჯვებული და წყურია წარმატება.
მაგრამ როგორ წარმოაჩენს ის სადებიუტო სეზონში თავს?
"იუნაიტედის" ვინგერებმა ძალიან ცუდი სეზონი ჩაატარეს, ხოლო ნანის კლუბში დარჩენა უფრო და უფრო საეჭვო ხდება, ასე რომ ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ზაას და სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვიდროს ადგილი. მოიესს არასდროს არ ეშინოდა ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოცდის, ასე რომ ზაასთვის ეს კარგი ვარიანტი იქნება.
ვილფრედ ზაას მთავარი პლიუსი ისაა, რომ ის არის არაორდინალური და მისი მოსვლით "იუნაიტედის" თამაში შეიცვლება. ეს სიტყვები ზოგიერთს ფუჭი, რომ არ ეგონოს, უბრალოდ უნდა ნახოთ მისი თამაშები, მისი დრიბლინგი და ის თუ როგორ ატყუებს ფეხბურთელებს. ბურთის დაკარგვის შემდეგ ის არ ნებდება და ისევ ცდილობს და ცდილობს ყველაფერს სანამ თავის მიზანს არ მიაღწევს.
სეზონის დასაწყისში ზაასგან მის სტაბილურობას არ უნდა ველოდოთ. რათქმაუნდა, წარუმატებლობა მას გააღიზიანებს, მაგრამ მის უდიდეს პოტენციალს ყველა ძალიან კარგად დაინახავს. ჯერ–ჯერობით ზაა ცოტას იტანს და სწორედ ამაზე მოუწევს მუშაობა, პირველ რიგში.
ახლა ის მხოლოდ 20 წლისაა, ასე რომ მას ძალიან დიდი დრო და შანსი აქვს დაამტკიცოს ყველაფერი. შეძლებ ის შანსის გამოყენებას? ამას ძალიან მალე ვნახავთ!
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.