"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე სემ ჯონსტონი მოხარულია,რომ მას აქვს შესაძლებლობა პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშისა. ის კონკურენტია დე ხეას და ანდრეს ლინდერგაარდისა.
"მოხარული ვარ,რომ შემიძლია პირველ გუნთან ერთად მუშაობა.ეს წარმოუდგენელი გამოცდილებაა ჩემთვის." - განაცხადა MUTV -სთან ინტერვიუში.
"მე ძალიან ბევრს ვმუშაობ და ვპროგრესირებ.ვცდილობ ყოველთვის ფორმაში ვიყო,რადგან არ ვიცი როდის მომცემს სერ ალექს ფერგიუსონი დავალებას."
"როდესაც ხარ მეკარე ყოველთვის მზად უნდა იყო,რადგან არ იცი თუ როდის მოგიწევს შენი თავის გამოცდა."
"აშკარაა,რომ დავიდ დე ხეა და ანდრეს ლიდერგაარდი შესანიშნავი მეკარეები არიან და მე არანაირი ილუზიები არ მაქვს,მაგრამ მიმაჩნია,რომ ბევრი შრომით ყველაფერს მივაღწევ" - განაცხადა სემ ჯონსტონმა.