ახალგაზრდა ესპანელმა, ტიაგო ალკანტარამ შეძლო ჰეთ-თრიკის გატანა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ევროპის U21 ჩემპიონატის ფინალში და კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ იგი შესანიშნავი ფეხბურთელია. ამ მატჩის (ესპანეთი იტალია 4-2) ყურების შემდეგ თქვენ აუცილებლად გამოიტანდით დასკვნას რომ იგი მზადაა ითამაშოს ნებისმიერ ევროპულ ტოპ-კლუბში. მისი ამჟამინდელი კლუბლის, "ბარსელონას" თავკაცები იმედოვნებენ რომ იგი კამპ ნოუზე დარჩება, თუმცა ტიაგო ხავისა და ინიესტას ზურგს უკან დაჩაგრულად გრძნობს თავს. მან წინა სეზონში მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მოგეხსენებათ რომ მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და მიუნჰენის "ბაიერნი" მიიჩნევიან ალკანტარას მომავალ კლუბად, თუმცა მას თავისი თანაგუნდელები გუნდში დარჩენას და მოთმინების უნარის გამომჟღავნებას ურჩევენ. "არის შანსი რომ ტიაგომ კლუბი დატოვოს, თუმცა ჩვენ იგი უნდა დავარწმუნოთ რომ ახლა მისი ადგილი სწორედ "ბარსელონაშია". ხავი და ინიესტაც ანალოგიურ მდგომარეობაში იყვნენ და ამ მოთმინებამ შექმნა ახალი ერა კლუბში." -განაცხადა პიკემ Onda Cero-სთან ინტერვიუში. მოგახსენებთ იმასაც რომ, ტიაგოს "იუნატედში" განსაკუთრებით ელოდება რიო ფერდინანდი, რომელმაც თავის თვითერზე ახალგაზრდა ესპანელებს გამარჯვება მიულოცა და დაამატა რომ გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოყალიბება აუცილებელია მომავალი თაობისთვის.