მანჩესტერ იუნატედის ნახევარმცველი მაიკლ ქეირიქი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოგებული ორი სასტარტო მატჩის მიუხედავად კლუბს მაინც არ აქვს განაღდებული ჯგუფიდან გასვლა:"ეს ორი გამარჯვება გუნდზე ჯერ არ ასახულა. თავს არ უნდა მივცეთ მოდუნების უფლება, რადგან 6 ქულა საკმარისი სულაც არაა. ბრაგას წინააღმდეგ ისევე მოვემზადებით, როგორც წინა ორი შეხვედრისთვის. აუცილებელია ავიღოთ სამი ქულა და გავიუმჯობესოთ ჩვენი სატურნირო მდგომარეობა. ჯგუფიდან მხოლოდ ორი გუნდი გადის. ადამიანები ადრევე გამოკვეთავენ ხოლმე ფავორიტებს, რომლებიც მოიპოვებენ პლეიოფის საგზურს, თუმცა ძალიან ხშირია სიურპრიზებიც. ნებისმიერ გუნდს აქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი. "
"ბრაგა არის გუნდი, რომელიც არ გხვდება თვალში, თუმცა აქ იმის პოტენციალი, რომ ბევრი პრობლემა შეგიქმნას. ჩვენ გვესმის თუ ვისთან მოგვიწევს თამაში. წინა ტურში კლუჟმა ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. ყოველი მატჩი არის ბრძოლა, ასეთია ევროპული ფეხბურთის წესი. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მოწინააღმდეგეს. ბრაგა კარგი გუნდია, რომელიც ყველაფერსს გააკეთებს იმისთვის, რომ ჯგუფიდან გავიდეს. კარგია, რომ ჯერ-ჯერობით ქულების მაქსიმალური რაოდენობა გვაქვს. რაც შეიძლება ადრე უნდა მოვიპოვოთ პლეიოფის საგზური. სწორედ მაშინ მოგვეცემა დასვენების საშუალება. მაშინ არ იქნება კლუბზე ზეწოლა და არ ვიქნებით დამოკიდებული ანგარიშზე"