თბილისი:
მანჩესტერი:
19-06-2013, 14:02
ავტორი: Esi,
ნანახია: 2950,
კომენტარები: 10
მოიესის ბიჭები:ცენტრალური ნახევარმცველები(ნაწილი მეხუთე)
სრულადში ნახავთ იმ ცენტრალურ ნახევარმცველებს,რომლებიც დევიდ მოიესის განკარგულებაშია...
მოიესის ბიჭები:ცენტრალური ნახევარმცველები(ნაწილი მეხუთე)
პირველ ივლისს დევიდ მოიესი ოფიციალურად ჩაუდგება მანჩესტერ იუნაიტედს სათავეში და უკვე აქედან დაიწყება მოიესის ერის ათვლა.დღეს განვიხილავთ იმ პოზიციას,სადაც მანჩესტერ იუნაიტედს უკვე წლებია პრობლემები აქვს და ალბათ მოიესიც სწორედ ამ პოზიციის გაძლიერებით დაიწყებს იუნაიტედში მოღვაწეობას.მანამდე კი შეგახსენებთ,რომ იუნაიტედს ცენტრში 6 ფეხბურთელი ჰყავს:მაიკლ კერიკი,ტომ ქლევერლი,შინჯი კაგავა,ანდერსონი,დარენ ფლეტჩერი და ნიკ პაუელი.

მაიკლ კერიკი:ინგლისელი ნახევარმცველი უკვე 7 სეზონია მანჩესტერ იუნაიტედში ასპარეზობს.ხოლო რაც შეეხება მის მიერ ჩატარებულ გასულ სეზონს,ეს რაღაც საოცარი სეზონი იყო მისთვის პირადად,რადგანაც კლუბის წარმატებაში ძალიან დიდ როლს თამაშობდა,რა თქმა უნდა,მას ეს გარჯა დაუფასდა და დამსახურებულად მოხვდა პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო გუნდში და ასევე წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო მანჩესტერ იუნაიტედში.
ტომ ქლევერლი:ერთ-ერთი იმედისმომცემი ფეხბურთელი,არამარტო კლუბისათვის,არამედ ნაკრებისთვისაც.მას აქვს უნარი გააკეთოს შორ მანძილზე ზუსტი და მოხდენილი პასი.მას ასევე შეუძლია აჰყვეს თანამედროვე ფეხბურთის ტემპს.ის,როდესაც მოედანზეა პროდუქტიული ფეხბურთელი გახლავთ.


შინჯი კაგავა:იაპონელ ნახევარმცველს ჰქონდა სადებიუტო სეზონი ოლდ ტრაფორდზე,რომელიც ასე თუ ისე გაამართლა,მაგრამ გულშემატკივრები და თვითონ კლუბიც უფრო მეტს ელოდება ამ ფეხბურთელისაგან,რომელსაც ეს ნამდვილად შეუძლია.წარმატებული სეზონის ქონაში კაგავას მცირე ტრავმამაც შეუშალა ხელი.მან იუნაიტედში 26 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანაც მოახერხა.ასევე აღსანიშნავია ისიც,რომ მან უკვე მოასწრო პირველი ჰეთ-თრიკის შესრულება იუნაიტედის მაისურით ნორვიჩთან მატჩში.მისი შესაძლებლობები არის აბსოლუტურად უნიკალური.

ანდერსონი:ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ვერა და ვერ მოიკიდა იუნაიტედის სასტარტოში ფეხი და ის დღემდე რჩება კერიკის შემცვლელად.მაგრამ ასევე ისიც უნდა ავღნიშნოთ,რომ მისი კარიერის დიდი ნაწილი მან ტრავმების მოშუშებას მოანდომა.ორი აზრი არ არსებობს იმაში,რომ ბრაზილიელი ძალიან ტექნიკურია და დიდი ტალანტის მფლობელი.

დარენ ფლეტჩერი:ფეხბურთელი,რომელმაც დროებით საფეხბურთო კარიერა შეწყვიტა გარკვეული მიზეზების და გამო.შარშან თითქოსდა გამოჩნდა,მაგრამ თამაში თითქმის არ მოუწია.გავრცელდა ხმები,რომ მომავალი სეზონიდან ის ფეხბურთს დაუბრუნდება და აქტიურად ჩაერთვება საფეხბურთო საქმიანობაში.

ნიკ პაუელი:დაიმკვიდრო ადგილი ოლდ ტრაფორდზე არასდროს არ არის ადვილი,მაგრამ ქრიუ ალექსანდრიადან შეძენილ ფეხბურთელზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ.პაუელმა შარშან პირველ გუნდში რამდენიმე მატჩი ჩაატარა.19 წლის ფეხბურთელი ითვლება ერთ-ერთ იმედისმომცემ მომავლის ფეხბურთელად იუნაიტედში.


მსგავსი სიახლეები:
მოიესის ბიჭები:მეკარეები(ნაწილი პირველი)
მოიესის ბიჭები:ფლანგის მცველები(ნაწილი მეორე)
მოიესის ბიჭები:ცენტრალური მცველები(ნაწილი მესამე)
მოიესის ბიჭები:ფლანგის შემტევები(ნაწილი მეოთხე)
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
19 ივნისი 2013 14:03
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ეჰ ანდერსონ ანდერსოონ...
0
№2
ავტორი: ლადო
19 ივნისი 2013 14:14
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ნიჭიერები ნამდვილად არიან, მაგრამ რა დაემართათ არ ვიცი...

საღოლ ესი...
0
№3
ავტორი: Amerigo
19 ივნისი 2013 14:29
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
კაია!
0
№4
ავტორი: chicha_chicha14
19 ივნისი 2013 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
ანდერსონმა წელს უნდა ითამაშოს კარგად ფლეთჩერი წასასვლელია დაასვენოს მანიუც და თავისი თავიც
0
№5
ავტორი: Shako Jones
19 ივნისი 2013 15:01
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
კაგავა ძირითადშიიიი :))) ასეთი ფეხბურთელი გვყავს და სკამზე არ დავინახო :@ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო იყო დორტმუნდში ! საუკეთესო გოლის ალღო, სისწრაფე, ძალიან მაგარი ტექნიკა ! კაცი ტვინი ! კრეატიულობა! არაფერი არ აკლია ამ კაცს ცოტა ჯანზე მოვიდეს და ეგაა
0
№6
ავტორი: love united
19 ივნისი 2013 15:04
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
პაუელს უნდა მიეცეს სათამაში დრო...
0
№7
ავტორი: GeorgeBest
19 ივნისი 2013 18:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კერიკი შეუდარებელი იყო, მაგრამ კარგი პარტნიორი აკლდა წელს, სტროოტმანი დაამშვენებს love

კაგავა უკვე ძირითადის კაცი გახდება და კიდევ ერთხელ დავწერ რომ დროა გაიბრწყინოს, პოუელს უნდა მიეცეს მეტი დრო და რაც შეეხება ფლეტჩერს ძალიან მომენატრა მისი თამაში, აი ძალიან, მაგრამ მის იმედად უკვე ვეღარ ვიქნებით
0
№8
ავტორი: Ví Ví
19 ივნისი 2013 19:19
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
საღლ ავტორ გაფასებ უკვე მერამდენე ნაწილია ბრავო ;)
0
№9
ავტორი: red devil
20 ივნისი 2013 07:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor kaia keriki welsac magar formashi iqneba egre mgonia.
0
№10
ავტორი: Amerigo
20 ივნისი 2013 14:24
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
ისე წყარო მიუთითეთ ხოლმე!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top