ლევანდოვსკის განცხადების შემდეგ, მისით ძალიან ბევრი გრანდი დაინტერესდა, რომელთაგან ერთ-ერთი "მანჩესტერ იუნაიტედია". "დორტმუნიდის" გენერალურმა დირექტორმა კი განაცხადა, რომ რობერტი კლუბში კიდევ ერთ სეზონს გაატარებდა:"ლევანდოვსკი აუცილებლად "დორტმუნდის" შემადგენლობაში იქნება შემდეგ სეზონში. ჩვენ გვჭირდება ამ ამბის ზუსტი ინფორმაცია, რომ შემდეგ დავიწყოთ ჩვენი სამუშაოს კეთება შემდეგი სეზონისთვის." - გვამცნობს dailymail.co.uk.
ლევანდოვსკიმ გერმანული კლუბის შემადგენლოობაში 98 მატჩში 54 გოლის გატანა შეძლო და გახდა პირველი ადამიანი, ვინ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "პოკერი" გაიფორმა. შეგახსენებთ, რომ 'ბაიერნმა" და "რეალმა" უკვე მიიღეს უარი პოლონელისგან.