ჰოლანდიური "პსვ"_ს ნახევარმცველმა კევინ სტროტმანმა პრემიერ ლიგაში თამაშის სურვილი გამითქვა.
23 წლის ნახევარმცველმა უკვე უამრავი დიდი თუ პატარა კლუბი დააინტერესა, თუმცა ის უპირატესობას მაინც ინგლისს ანიჭებს და აქ თამაშის სურვილს გამოთქვამს.
"ის იმსახურებს ინგლისში თამაშს, მას აქვს ყველანაირი მონაცემი: აღნაგობა, სიმაღლე, გამძლეობა და თამაშის სტილი. მე ვთვლი, რომ ის იმსახურებს პრემიერ ლიგაში თამაშს და ყველანაირად აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რომლებიც ამ ლიგაში სათამაშოდაა საჭირო" - განაცხადა ჰოლანდიელი ფეხბურთელის აგენტმა
როგორც Skysports იტყობინება, 21 წლამდელთა ჩემპიონატზე სტროტმენს აკვირდებოდა "იუნაიტედის" აგენტი - ჯიმ ლოულორი.
მთავარი ალბათ მოიესის გადაწყვეტილებაა, ის "ეშმაკუნების" ახალი მწვრთნელია და მას ჯერ არ გამოუთქვამს მოსაზრება ჰოლანდიელის შესახებ.