ცოტა ხნის წინ ჟოზე მოურინიო "ჩელსის" მწვრთნელი გახდა და ასეთი განცხადება გააკეთა, რომ არასდროს არ იყო "იუნაიტედში" მუშაობით დაინტერესებული და უარს იტყოდა "წითლების" კონტრაქტზე...
პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ადრე იცოდა სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შესახებ, მაგრამ არასდროს არ მოუნდომებია "წითელი ეშმაკუნების" მწვრთნელი გამხდარიყო.
"სანამ ფერგიუსონი კარიერის დასრულებას ოფიციალურად გამოაცხადებდა, მე ეს ვიცოდი. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ძალიან მიხარია სერ ალექსი, რომ ასე მენდობა. ამ ამბის შესახებ ბევრმა მისმა ახლობელმა არ იცოდა. მე კი მან თავისი საიდულმო გამიმხილა."
"მე იმ ხალსხ მივეკუთნებოდი, ვინც მისი წასვლის შესახებ იცოდა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. ხოლო თუ მან მითხრა ასეთი აუცილებელი ამბავი, მეც არ დამიმალია მისთვის და ვუთხარი, რომ ჩემთვის ინგლისში ერთადერთი კლუბი "ჩელსი" იყო."
"მე მზად ვიყავი ნებისმიერ წინადადებაზე მეთქვა უარი. ნებისმიერი კლუბის შემოთავაზებას გავუკეთებდი იგნორს, ეს "იუნაიტედიც" რომ ყოფილიყო. "ჩელსის" გულისთვის ყველაფერზე ვიტყოდი უარს."