თბილისი:
მანჩესტერი:
17-06-2013, 18:33
ავტორი: Esi,
ნანახია: 2981,
კომენტარები: 10
მოიესის ბიჭები:ცენტრალური მცველები(ნაწილი მესამე)
სრულადში ნახავთ იმ ცენტრალურ მცველებს,რომლებიც მოიესის განკარგულებაშია...
მოიესის ბიჭები:ცენტრალური მცველები(ნაწილი მესამე)
გუშინ მე შემოგთავაზებ მეკარეები და ფლანგის მცველები,რომლებიც დევიდ მოიესს დახვდება პირველ ივლისს.ახლა ჯერი ცენტრალურ მცველებზეა.მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ გუნდში ჯერ-ჯერობით 7 ცენტრალური მცველია:ნემანია ვიდიჩი,რიო ფერდინანდი,ჯონი ევანსი,ფილ ჯონსი,კრის სმოლინგი,სკოტ ვუტონი და მაიკლ კინი.

ნემანია ვიდიჩი:იუნაიტედის კაპიტანი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი.სერბ მცველს ყველაფერი აქვს იმისათვის,რომ იყოს კლუბის წამყვანი მოთამაშე და სწორედ ამიტომაც სერ ალექსმა მას კაპიტნის სამკლაური გადასცა.გასულ სეზონში ის მძიმე ტრავმისგან გათავისუფლდა და ნელ-ნელა თავის ფორმას იღდგენს.თუ მის შესაძლებლობებს გადავხედავთ მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ ის მოიესის გუნდშიც ლიდერი იქნება.

რიო ფერდინანდი:ვეტერანი ინგლისელი მცველი ვიდიჩის შემდეგ ერთ-ერთი საიმედო მცველია იუნაიტედის რიგებში.მან გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და ამოავსო ის სუსტი მხარეები,რომელსაც კლუბი ვიდიჩის არ ყოფნით განიცდიდა.იგი უკვე მრავალი წელია იუნაიტედს ერთგულად ემსახურება და კლუბთან კიდევ ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ჯონი ევანსი:ფერხბურთელი,რომელიც ძალიან განვითარდა გასულ სეზონში.ის ძალიან კარგად ცვლიდა ხან რიოს ხან კიდევ ვიდიჩს.ვიდიჩის ტრავმის დროს კი მედგრად იდგა რიოსთან ერთად.გასული სეზონი მისთვის საუკეთესო იყო.გარდა დაცვაში კარგი თამაშისა,ის თავდასხმაშიც კარგად გამოიყურებოდა და გოლებითაც ეხმარებოდა თავის კლუბს.შემდეგ სეზონში რიოსა და ვიდას შემდეგ ევანსი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება კლუბში.

ფილ ჯონსი:სერ ალექს დღემდე ჯერა,რომ ეს უკანასკნელი გახდება იუნაიტედის ერთ-ერთი შეუცველი და შესანიშნავი ფეხბურთელი მომავალში.თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ ის უნივერსალია.გარდა დაცვის ცენტრში თამაშისა,სერ ალექსი მას ხშირად მარჯვენა მცველად და საყრდენადაც ათამაშებდა ხოლმე.მისი ფასი ძალიან გაზრდილია,იმ დროიდან რაც ის კლუბში მოვიდა.მას აქვს შესანიშნავი პოტენციალი,რომელიც უნდა გამოიყენოს ბოლომდე.

კრის სმოლინგი:ეს ფეხბურთელიც მიეკუთვნება იმ კატეგორიას,რომლებსაც მანჩესტერ იუნაიტედის მომავალ ფეხბურთელებს უწოდებენ.სმოლინგმა გასულ სეზონში რამდენიმე მატჩი ჩაატარა.როგორც ჯონსს ასევე კრისსაც შეუძლია მარჯვენა ფლანგზე თამაში,მაგრამ ორივე ზემოთხსენებული დაცვის ცენტრში უფრო პროდუქტიულნი არიან ვიდრე დაცვის მარჯვენა ფლანგზე.მან რამდენიმე თამაში ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც კი ჩაატარა.

მაიკლ კინი:კიდევ ერთი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედის რეზერვებიდან,რომელსაც უწინასწარმეტყველებენ ძალიან მალე პირველ გუნდში დამკვიდრებას.ყოველშემთხვევაში ამის პოტენციალი კინს ნამდვილად აქვს,სხვა საქმეა თუ როგორ გამოიყენებს ამ ყველაფერს თვითონ ფეხბურთელი.გასულ სეზონში იყო ლეიკესტრ სიტიში იყო განათხოვებული და წლის საუკეთესო ფეხბურთელიც მიიყო ჩემპიონშიფში.

სკოტ ვუტონი:მსგავსად კინისა ისიც ძალიან პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება.სერ ალექს ფერგიუსონმა გასულ სეზონში ის უეფას ჩემპიონთა ლიგის განცხადშიც კი შეიყვანა.მის ჯერ კიდევ აქვს ტალანტი და ნიჭი,სწორედ ამიტომაც ის მომავლის ფეხბურთელად ითვლება იუნაიტედის რიგებში.

მსგავსი სიახლეები:
მოიესის ბიჭები:მეკარეები(ნაწილი პირველი)
მოიესის ბიჭები:ფლანგის მცველები(ნაწილი მეორე)


წყარო:manutd.com
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
17 ივნისი 2013 18:34
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
გაგრძელება რა თქმა უნდა კიდევ იქნება lol

ვიდა-რიო იმენა ზე დუეტი am
0
№2
ავტორი: ლადო
17 ივნისი 2013 18:39
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ვიდა-რიო და მაგათ მერე ევანსი-ჯონსი, მერე სმოლინგი- კინი და ვუუტონი
0
№3
ავტორი: GeorgeBest
17 ივნისი 2013 19:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვიდა-რიოს დუეტი ისევ საუკეთესოა, შემცვლელებიც როგორები ჰყავს? მოკლედ თუ ტრავმებმა ტვინი არ წაიღეს დაცვაში პრობლემებია რ უნდა გქვონდეს წესით

ყოჩაღ გაგრძელებას ველი
0
№4
ავტორი: BERDI
17 ივნისი 2013 21:11
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღOლ მაგარია. ვიდა და რიო am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№5
ავტორი: Jubo
17 ივნისი 2013 22:13
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
საღოლ ესი გააგრძელე :)
ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა გვყავს, ევანსმა მაგრად მოუმატა, კინი ნიჭიერია, ჯონსმა მიიღო საკმაო გამოცდილება არმგონია ამ პოზიციაზე გაგვიჭირდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№6
ავტორი: Ví Ví
17 ივნისი 2013 23:00
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ძალიან მაგარია ძალიან ბრავო ;)
0
№7
ავტორი: red devil
18 ივნისი 2013 09:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor magaria yvelaze magrad vida da jonsi mevaseba
0
№8
ავტორი: Lev
18 ივნისი 2013 11:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
გაიხარე ძმა))) ძაან მაგრად განიხილავ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№9
ავტორი: buka oboladze
18 ივნისი 2013 11:54
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
საღოლ კაისიახლეა
0
№10
ავტორი: Amerigo
18 ივნისი 2013 14:19
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
კაი ნაწილია!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top