რიომ განაცხადა, რომ ფაბრეგასი და ლევანდოვსკი გახდებიან საუკეთესო ფეხბურთელები თუ ისინი მოირგებენ მანჩესტერ იუნაიტედის ფორმას.
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა განაცხადა, რომ არ არსებობს ოლდ ტრაფორდზე უკეთესი ადგილი ამბიციური ფეხბურთელისთვის. აქვე მაგალითისთვის ახსენა რონალდოს ტრანსფერი სპორტინგიდან. ფაბრეგასი და ლევანდოვსკი მანჩესტერის სატრანსფერო სიაშიი პირველები არიან, დევიდ მოიესის მიზანია ამ ორი ფეხბურთელის გადმობირება, რათა დაიცვას პრემიერ ლიგის ტიტული.
რუნის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ამიტომ ლევანდოვსკი არის მთავარი სამიზნე მოიესისთვის, ხოლო პოლ სქოულზის შემცვლელს ფაბრეგასში ხედავენ .
პოლონელი ფორვარდი ახლოს იყო "მიუხენის ბაიერნში" გადასვლათან, მაგრამ უარით გაისტუმრა "ბუნდესლიგის" ჩემპიონი. ახლა მის დავაში მანჩესტერი დაწინაურდა, რომელსაც კონკურენციას იტალიური "ნაპოლი" უწევს .
რაც შეეხება ფაბრეგას, მან განაცხადა რომ ბარსაში ის ბედნიერია და ინგლისში დაბრუნების მიზეზს ვერ ხედავს.