გაურკვეველია რონალდუს მომავალი მადრიდს "რეალში", რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას უბიძგებს მიიღონ გარკვეული ზომები. არსებობს მტკიცებულება ეპანეთიდან, რომ რონალდუს სურს გაყიდოს მისი სახლი მადრიდში და ის დაიღალა "რეალის" თეთრ მაისურში თამაშით.
არსებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე მზად არის გადაიხადოს 85 მილიონი ფუნტი პორტუგალიელის ტრანსფერში. მალე დაიწყება მოლაპარაკებები მადრიდის "რეალთან".
"რეალი" აუცილებლად შეეცდება მათი ლიდერის შენარჩუნებას, თუმცა რონალდუ თავს იკავებს და ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს. ფლორენტინიო პერესს შეუძლია შეიძინოს გარეთ ბეილი და ის განიხილავს შემოთავაზებას ინგლისიდან.
გარდა ამისა, "მანჩესტერ იუნაიტდთან" ერთად რონალდუთი დაინტერესებულია "Nike", რომელიც კრიშტიანუ რონალდუს მიმზიდველ კონტრაქტს სთავაზობს. "რეალში" კი არ აქვს უფლება, ხელი მოაწეროს კონტრაქტს "Nike"-თან.
შეგახსენებთ, რომ რონალდუთი ასევე ინტერესდებიან "პსჟ" და "ჩელსი".
ტრანსფერები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.