როგორც გავლენიანი გამოცემები იუწყებიან, "მანჩესტერის" ახალგაზრდა თავდამსხმელს - ბებეს სურს დატოვოს "ოლდ ტრაფორდი" და გადაბარგდეს პორტუგალიურ "სპორტინგში".
როგორც გავლენიანი გამოცემები იუწყებიან, "მანჩესტერის" ახალგაზრდა თავდამსხმელს - ბებეს სურს დატოვოს "ოლდ ტრაფორდი" და გადაბარგდეს პორტუგალიურ "სპორტინგში".
"წითლებმა" ბებე 2010 წელს იყიდეს, ტრანდფერი 7 მილიონი დაჯდა და როგორც შემდგომ ფერგიუსონმა განაცხადა, ეს იყო მისი ერთადერთი ტრანსფერი, როცა ფეხბურთელი ისე შეიძინა, რომ მისი თამაში ერთხელაც არ ჰქონდა ნანახი.
ბებე რამოდენიმეჯერ იყო განათხოვრებული. ერთ-ერთი ასეთი კლუბი იყო "რიო ავე", იყო ასევე "ბეშიქთაშიც", თუმცა მან ვერც ამ კლუბებში და ვერც "ემიუში" ვერ გაამართლა.
ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისით დაინტერესდა "სპორტინგი" და ბებემაც სურვილი გამოთქვა ამ კლუბში გადაბარგების შესახებ.