თბილისი:
მანჩესტერი:
16-06-2013, 20:01
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2257,
კომენტარები: 7
"წითლები" ნაკრებებში
დე ხეა ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს!
გუშინ გამართულ ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა ნორვეგია დაამარცხა და ტურნირის ფინალის საგზური გაინაღდა. მატჩი ესპანელებმა ანგარიშით 3:0 მოიგეს.
მასპინძელთა კარს ტრადიციულად "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დევიდ დე ხეა იცავდა. დევიდმა ჩემპიონატის ოთხივე შეხვედრა სრულად ჩაატარა და რეკორდიც დაამყარა: მას არც ერთ მათგანში ერთი გოლი არ გაუშვია. დე ხეა უკვე 360 წუთია კარს მშრალად ინახავს. მსგავს შედეგს მან "იუნაიტედშიც" მიაღწია - პრემიერ ლიგის ბოლო ტურებში ესპანელმა 6 მატჩი ყველა გაშვებული გოლის გარეშე ჩაატარა.
ტურნირის ფინალი სამშაბათს, 18 ივნისის დღის 17:00-ზე გაიმართება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეს კევინ სტროტმანს შანსი ჰქონდა იტალიის დამარცხების შემთხვევაში ფინალში ესპანეთის წინააღმდეგ ეთამაშა, მაგრამ ჰოლანდიელები ანგარიშით 1:0 დამარცხდნენ და ჩემპიონატს გამოეთიშნენ. კევინმა მატჩი სრულად ჩაატარა.

ასევე, გუშინ კონფედერაციის თასის პირველი მატჩი ბრაზილიის და იაპონიის ნაკრებებს შორის გაიმართა. შინჯი კაგავას გუნდმა ვერცერთი გოლის გატანა ვერ შეძლო და მატჩი 3 ბურთიანი ჰანდიკაპით წააგეს. "მანჩესტერელმა" ფეხბურთელმა ფეხბურთელთა შეფასებებში მატჩის ერთ-ერთ იმედგაცრუებად დასახელდა.

ამავე ჯგუფში დღეს, 23:00-ზე ერთმანეთს მექსიკისა და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ხავიერ ერნანდესი დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში მოხვდება.

მატჩის ჩვენებას RedarmyTV შემოგთავაზებთ.
სტატიები, ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: BERDI
16 ივნისი 2013 20:41
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
კარიგა კარგი დე ხეამ სერიოზულად მოუმატა და მაგარ ფორმაშია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№2
ავტორი: Jubo
16 ივნისი 2013 20:41
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
დღეს ჩიჩას იმედი მაქვს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№3
ავტორი: ლადო
16 ივნისი 2013 20:43
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ჩიჩას გულისთვის ვაპირებ ამ თამაშის ყურებას
0
№4
ავტორი: red devil
16 ივნისი 2013 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Chichas gulistvis unda vuyuro dges tamashs magrad unda vugulshematkivro
0
№5
ავტორი: Beckham 7
16 ივნისი 2013 21:56
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ცოდო არაა დე ხეა 21 წლამდელებში, წაიყვანე რა ეროვნულში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№6
ავტორი: love united
16 ივნისი 2013 22:20
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ჩიჩამ უნდა გაიბრწყინოს დღეს...
0
№7
ავტორი: Ví Ví
17 ივნისი 2013 14:50
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
დათუჩა მაგარიაააა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top