"მანჩესტერ იუნაიტედის" იაპონელმა ნახევარმცველმა შინჯი კაგავა აცხადებს,რომ ის მზად არის "იუნაიტედში" ძირითადი ადგილისთვის საბრძოლველად. "სიმართლე გითხათ,მე ჯერ ისევ არ ვარ დარწმუნებული შევძლებ თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედში" ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკავებას.არასდროს ყოფილა ისეთი თამაში სადაც მე არ ვიყავი სრულიად მონდომებული ან არ მინდოდა თამაში.მინდა,რომ მოედანზე სრულიად დავიხარჯო და ჩემს გუნდს დავეხმარო 90 წუთის განმავლობაში." - განაცხადა შინჯიმ Kyodo News-თან ინტერვიუში.
"ისეთი კლუბი,როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" ბედი უნდა გქონდეს,რომ ძირითადში ითამაშო.ამ ყველაფრის მიუხედავად არ ვაპირებ დავნებდე და მე ისევ გავაგრძელებ ბრძოლას." - დაასრულა კაგავამ