"მიუნხენის ბაიერნი" სერიოზულად ინტერესდება "ბარსელონას" გამთამაშებლით, ტიაგო ალკანტარათი. "ბაიერნის" ახალ მწვრთვნელს პეპ გუარდიოლას სურს შეიძინოს ახალგაზრდა ტალანტი- წერს Daily Express.
"მანჩესტერ იუნაიტედს" უკვე ხშირად უკავშირებენ ტიაგო ალკანტარას, რომელიც ესპანეთში ხავის შემცვლელად მოიაზრება. 22 წლის ახალგაზრდამ შესაძლოა დატოვოს "ნოუ კამპი", მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ხშირად არ უწევს თამაში.
ტიაგოს ალკანტარას სურს მუდამ იყოს ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ რთულია ეს მოხდეს მაშინ, როდესაც "ბარსელონას" ხავი და ინიესტა ყავს. ნახევარმცველის სატრანსფერო ფასი 18 მილიონი ევრო გახლავთ, რადგან მან ვერ ითამაშა ლა ლიგის თამაშების 60%.
შეგახსენებთ, რომ პეპ გუარდიოლა ადრეც წვრთვნიდა ტიაგო ალკანტარას. სწორედ პეპმა გადმოიყვანა იგი მთავარ გუნდში 2009 წელს. "იუნაიტედის" ახალ მწვრთვნელს დევიდ მოიესს სურს იხილოს ტიაგო თავის კლუბში, მაგრამ ესპანელი ნახევარმცველი სავარაუდოდ პეპ გუარდიოლას აირჩევს.
რაც შეეხებათ ესპანელებს, მათ ძალიან სურთ ტიაგო ალკანტარას შენარჩუნება. რადგან მასში დიდ პოტენციალს ხედავენ.