თბილისი:
მანჩესტერი:
15-06-2013, 13:28
ავტორი: Game Face,
ნანახია: 2272,
კომენტარები: 8
ხავიერ ერნანდეს ბალკასარი იგივე ბარდის მარცვალი
დიახ, ჩიჩარიტო მექსიკაში ბარდის მარცვალს ნიშნავს, ეს ზედმეტსახელი მან მწვანე თვალების გამო მიიღო.
ხავიერ ერნანდეს ბალკასარი იგივე ბარდის მარცვალი
დიახ, ჩიჩარიტო მექსიკაში ბარდის მარცვალს ნიშნავს, ეს ზედმეტსახელი მან მწვანე თვალების გამო მიიღო.

მისი ბაბუაც ფეხბურთელი იყო და მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, არც მამამისმა დააკლო, თუმცა ყველას ჩიჩარიტომ აჯობა და ვუვუზელაგატენილ სამხრეთ აფრიკაში ორი გოლიც გაიტანა.

სერ ალექს ფერგიუსონი: "ამ ბიჭზე პირველი სიგნალი 2009 წლის ოქტომბერში მოგვივიდა და უკვე დეკემბერში ჩვენი აგენტი გვადალახარაში იყო. შთამბეჭდავი რაპორტი ჩამოიტანა. მისი ასაკის გამო მოცდა გადავწყვიტეთ, მაგრამ მერე ნაკრებში გამოჩნდა და მსოფლიოს განაცხადშიც მოხვდა, რაც დიდ ყურადღებას მიიპყრობდა. ამიტომ ჩვენი მთავარი სკაუტი ჯიმ ლოულური სამი კვირით მექსიკაში გავუშვით, იქიდან კი ფანტასტიკური ამბავი ჩამოვიდა, აპრილში წინასწარი თანხმობა მივიღეთ, ივლისში კონტრაქტი გავაფორმეთ და ეს ძალიან წარმატებული ტრანსფერი გამოდგა".

ჯერ-ჯერობით რაც ჩანს, ამ მოფარფატე ფორვარდის მთავარი იარაღი საგოლე ინტუიციაა - ის რასაც უმრავლესობა ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად გამოიმუშავებს, ჩიჩარიტოს უკვე აქვს და ეს დიდი ფორაა. მეორე ფორა ისაა, რომ ორფეხაა. ეს კი ისეთი ამბავია, ვერც ასაკი შველის და ვერც გამოცდილება. გარდა ამისა ძალაინ სწრაფია, ბურთი გემრიელად იცის სივრცეებს კარგად ხედავს და მიუხედავად მოკრძალებული გაბარიტებისა, თავითაც კარგად უბრახუნებს.

მორიდებული წესიერი კაცია. არ უყვარს ხმაური, ლუდი და ბარებში ძრომიალი. ჯერ კიდევ სამშობლოში, უნივერსიტეტში სწავლობდა ბიზნეს ადმინისტრირების და ინგლისურიც ესპანურივით იცის.

ერთი ისაა, რომ წელს ბევრი სათამაშო დრო არ მისცემია. არა და რამდენჯერ შემოვიდა, იმდენჯერ აშკარად დაეხმარა გუნდს, მაგრამ რობინ ვან პერსის გამოჩენის შენდეგ, ჩიჩარიტო ჩრდილში წამოწვა. არა და გასაკვირია, ერთი პერიოდი ჩიჩამ სკამზე თვით 10 ნომერი უეინ რუნი დასვა.

მთხოვნელებსაც არ უჩივის, აგერ რამდენ კლუბს უნდა მისი შეძენა, თან სულ გრანდები. ვის არ სურს საკუთარ გუნდში ახალგაზრდა, მაგრამ გამტანი ფეხბურთელი?

ეს ზაფხული ჩიჩასთვის ისეთივე ცხელი იქნება, როგორც ახლა ცხელა თბილისში, არა და ბევრჯერ უთქვამს "მანჩესტერის" მადლობელი ვარ და მინდა თამაშით დავაფასოო.
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
15 ივნისი 2013 13:30
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
კარგი ხარ ავტორ, კარგიი....ჩიჩა კი მინდა იუნაიტედში სამუდამოდ დარჩეს
0
№2
ავტორი: love united
15 ივნისი 2013 13:44
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მუხუდიჩა... love
0
№3
ავტორი: chicharito12
15 ივნისი 2013 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
oqros zamena არი unda darches
0
№4
ავტორი: Game Face
15 ივნისი 2013 14:43
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 66
Lado Ghonghadze,

gaixaree :)))
0
№5
ავტორი: red devil
15 ივნისი 2013 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Au magrad miyvars es fexburteli
0
№6
ავტორი: Blind
15 ივნისი 2013 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
aramgonia es sadme wavides :))) warmatebuli momavali akvs da chventan unda iyoss
0
№7
ავტორი: Shako Jones
15 ივნისი 2013 20:00
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
საღოლ ავტორ :)) კარგია რომ ვიყიდეთ ეს კლუბს არ დატოვებს უეჭველი დიდი ხანი
0
№8
ავტორი: Ví Ví
15 ივნისი 2013 23:02
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
Golden Boy
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top