"ნაპოლის" ახალი მწვრთვნელი რაფაელ ბენიტესი იმედოვნებს, რომ სატრსანფერო ფანჯრის დროს "მანჩესტერ იუნაიტედს" აჯობებს და კევინ სტროტმანს შეიძენს.
ბენიტესი წინა სეზონში "ჩელსის" დროებითი მწვრთვნელი იყო. მას შემდეგ რაც იტალიური კლუბის მენეჯერად დაინიშნა, "ნაპოლის" გაძლიერებაზე დაიწყო ზრუნვა. ბენიტესის მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლაა. შეგახსენებთ, რომ ნეაპოლური გუნდი იტალიის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა.
"ნაპოლის" ნომერ პირველი სამიზნე "პსვ"_ს ვარსკვლავი კევინ სტროტმანი გახლავთ. ჰოლანდიელი ჩამშლელით უკვე დიდი ხანია ინტერესდება "მანჩესტერ იუნაიტედი".
პრემიერ ლიგის ჩემპიონები წინა წელს ინტერესდებოდნენ კევინით, სწორედ მაშინ როდესაც მთავარი მწვრთვნელი სერ ალექსი იყო. თუმცა დევიდ მოიესის გუნდში მოსვლის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა და შოტლანდიელ სპეციალისტს სტროტმანის ყიდვა სურს.
დევიდ მოიესმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა იმოქმედოს, რადგან "ნაპოლი" შეთავაზებას უკვე ამზადებს- წერს Gazzetta dello Sport.
კევინ სტროტმანი "პსვ"_ს 2011 წელს შეურთდა. მან ამ დროში 62 შეხვედრა ჩაატარა და 8 ბურთის გატანა შეძლო. მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 8 მილიონი ფუნტი გახლავთ.