როგორც Daily Express იტყობინება, "იუნაიტედმა" სიტყვიერ შეთანხმებას "ბენფიკასთან" უკვე მიაღწია.
26 წლის არგენტინელი ცენტრალური მცველი "მანჩესტერს" 20 მილიონი ევრო, ანუ 17 მილიონი ფუნტ სტერლინგი დაუჯდება. თუმცა ამ თანხის ნახევარის გადახდა "მანჩესტერს" "რეალისთვის" მოუწევს. "სამეფო კლუბი" გარაის კონტრაქტის ნახევრის მფლობელია.
უკვე დასრულებულ სეზონში მან 41 მატჩი ჩაატარა, გუნდს დაეხმარა გასულიყო ევროპის ლიგის ფინალში.
"ეშმაკუნების" ხელმძღვანელობა ახლა პირადად გარაისთან აპირებს მოლაპარაკებების წარმოებას. მისი გაფორმება წინა სასეზონის მომზადების დაწყებამდე იგეგმება.