თურქულმა "გალათასარაიმ" შეთავაზება გააკეთა ნანიზე, 7 მილიონი ევრო. თუმცა როგორც ჩანს ნანი ამდენივე ფუნტ სტერლინგი და პლიუს 1,5 მილიონი ღირს, ანუ 8,5 მილიონი ფუნტი. სწორედ ამ თანხას ითხოვს "მანჩესტერ იუნაიტედი" ნანიში. დევიდ მოიესი მზად არის გაყიდოს ნანი ამ ზაფხულს, რადგან მისი თქმით პორტუგალიელს თავისი პოტენციალი არ უჩვენებია და დროა წავიდეს. "გალათასარაი" პირველია იმ კლუბებს შორის, ვინც ინტერესი გამოიჩინა პორტუგალიელის მიმართ და ვინც პირველმა შეთავაზა ნანის, თუმცა მათ მეტის გადადება მოუწევთ. თურქების მთავარმა მფლობელმა განაცხადა: "ჩვენ შევთავაზეთ "იუნაიტედს" ნანისთვის 7 მილიონი ევრო (6 მილიონი ფუნტი) მათ კი უარი გვითხრეს, აღარ ვაპირებთ უფრო დიდი თანხის გადახდას." "იუნაიტედს" სურს 10 მილიონი, ჩვენ ვერ გადავიხდით ამდენს, ამიტომ ის აღარ არის ჩვენს სიაში" - დაასრულა თურქმა.