"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა განაცხადა, რომ სურს ისეთივე საჭირო ფიგურა გახდეს კლუბისთვის, როგორც უეინ რუნი და რობინ ვან პერსია.
სადებიუტო სეზონი შინჯისთვის ცოტა არ იყოს რთული გამოდგა, რადგან მან ორი თვე გამოტოვა ტრავმის გამი, რომელიც მუხლის არეში მიიღო. და უკვე სეზონის დასასრულს კაგავამ უფრო და უფრო გააუმჯობესა თამაშის ხარისხი, რაც შედეგზეც აისახა. მან ჰეთ-თრიკი გაიფორმა "ნორვიჩთან".
კაგავა დარწმუნებულია, რომ შემდეგ სეზონში გააგრძელებს პროგრესირებას და გახდება ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურა დევიდ მოიესის კლუბში..
"საერთო ჯამში ჩემი თამაშით არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარი უფრო კარგად ჩავატარე და კარგი ფორმაც ავკრიფე. ვიმედოვნებ, რომ კონფედრეაციის თასზეც გავაგრძელებ კარგი ფორმით ასპარეზობას."
"ამ საქმეში შინ უნდა იყო ან ვან პერსი ან რუნი, რომ თავი კარგად წარმოაჩინო და ბურთიც ხშირად მიიღო. მე მინდა ისეთი მოთამაშე გავხდე, როგორებიც ისინი არიან, ამიტომ მე მჭირდება შედეგი." - განაცხადა კაგავამ Sports Illustrated-თან.