კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა ნახევარმცველმა ცესკ ფაბრეგასმა განაცხადა,რომ მას არ სურს უახლოეს მომავალში "ბარსელონას" დატოვება.სატრანსფერო ფანჯრის გახსნის თანავე ფაბრეგასის მომავალს ლონდონის "არსენალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებდნენ.
კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა ნახევარმცველმა ცესკ ფაბრეგასმა განაცხადა,რომ მას არ სურს უახლოეს მომავალში "ბარსელონას" დატოვება.სატრანსფერო ფანჯრის გახსნის თანავე ფაბრეგასის მომავალს ლონდონის "არსენალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებდნენ,მაგრამ გუშინ ესპანელმა განაცხადა,რომ მას არ სურს კატალონიური კლუბის დატოვება.
"ამ მომენტისათვის მე არ ვფიქრობ კლუბის გამოცვლაზე.მე ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა გამოვიჩინო,რომ კლუბში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრო."ბარსელონაში" თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და არ ვაპირებ ახდენილი ოცნება დავანგრიო." - განაცხადა ფაბრეგასმა.
"ეს კლუბი ჩემი სახლია.მე ყოველთვის ვოცნებობდი,რომ წარმატებას სწორედ აქ,"ბარსელონაში" მიმეღწია.ეხლა მე უნდა გავაგრძელო მუშაობა და გამოვავლინო ჩემი მაქსიმუმი." -დაასრულა ცესკმა.