"ალისფერი ეშმაკების" მცველი კლუბის მიერ შეიძლება დაისაჯოს დისციპლინის დარღვევის გამო. საქმე იმაშია, რომ მატჩამდე გასახურებლად გამოსულ ფეხბურთელებს რასიზმის დაძლევისკენ მიმართული მაისურები უნდა ცმოდათ. ეს სერ ალექსის პირადი თხოვნა იყო ფეხბურთელების მიმართ. მაგრამ, ეს თხოვნა რიო ფერდინანდმა არ გაითვალისწინა და ჩვეულებრივი გუნდის სავარჯიშო ფორმით გამოვიდა მოედანზე, ეს ალბათ ჯონ ტერის და მისი ძმის დაპირისპირებით იყო გამოწვეული.
"მე ძალიან აღშფოთებული ვარ ფერდინანდის საქციელით. მე ხომ წინა-სამატჩო პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მიიღებდა მონაწილეობას ამ აქციაში. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რიო დაისჯება". - განაცხადა ფერგიუსონმა.