თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2012, 17:49
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2887,
კომენტარები: 0
ტომი ტეილორი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდები: ტომი ტეილორი
ტომი ტეილორი
დაიბადა 1932 წლის 29 იანვარს ინგლისის ქალაქ ბარნსლიში. დაიღუპა 1958 წლის 6 თებერვალს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში მომხდარ ავიაკატასტროფაში.
ტომას ტომი ტეილორი ერთ-ერთი იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" იმ რვა ფეხბურთელთაგან, მიუნხენის ავიაკატასტროფას რომ შეეწირნენ. ტეილორი თვითმფრინავის ჩამოვარდნისთანავე გარდაიცვალა.
ის 26 წლისა ტრაგედიამდე ზუსტად 1 კვირით ადრე შესრულდა...
მიუხედავად იმისა, რომ ოლდტრაფორდულ კლუბში მან მხოლოდ 5 სეზონი გაატარა, ასზე მეტი გოლის გატანა მაინც მოასწრო: ინგლისის ჩემპიონატის 166 მატჩში 112 გოლი შეაგდო!
16 წლისა იყო, მშობლიური ქალაქის კლუბის მესვეურებმა რომ შეამჩნიეს და სავარჯიშოდ მიიწვიეს, მერე კი დატოვეს კიდეც.
1949 წლის ივლისში ტომი ტეილორი "ბარნსლის" წევრი ოფიციალურად გახდა, 1950 წლის 7 ოქტომბერს, "გრიმბსისთან" 3:1 მოგებულ მატჩში კი მისი დებიუტი შედგა.
1950 წლის 4 ნოემბერს, "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" 7:0 მოგებულ თამაშში ტომი ტეილორმა ჰეთ-თრიქი შეასრულა! იმ სეზონში, საერთო ჯამში, 12-ჯერ ითამაშა და 7 გოლი გაიტანა...
1953 წლის მარტში "ბარნსლის" თავდამსხმელი ინგლისის ჩემპიონ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა: ოლდტრაფორდელებმა მის სანაცვლოდ 29999 გირვანქა გადაიხადეს. დიახ, ზუსტად ამდენი - მანჩესტერელთა მწვრთნელმა მატ ბასბიმ 30 ათასის გადახდა კატეგორიულად იუარა - ის ერთი გირვანქა იმ ოფიციანტ ქალს მისცა, რომელიც საქმიან შეხვედრაზე მყოფთ ემსახურებოდა...
ახალ კლუბში ჩატარებულ პირველივე თამაშში ტეილორმა დუბლი შეასრულა, 1952-53 წლების სეზონის ბოლოსთვის კი 11 მატჩში 7 გოლი დაუგროვდა.
ტეილორის სანაცვლოდ 1957 წლის ზაფხულში მილანის "ინტერმა" 65 ათასი გირვანქა შესთავაზა "მანჩესტერ იუნაიტედს", თუმცა კლუბმა წინადადებისგან თავი შორს დაიჭირა.,,
1953-1957 წლებში სუპერფორვარდი ინგლისის ნაკრებშიც თამაშობდა: ქვეყნის პირველ გუნდში ჩატარებულ 19 მატჩში 16-ჯერ გამოიჩინა თავი!
ტრაგედიამდე რამდენიმე კვირით ადრე საცოლე კეროლზე დაინიშნა...
ტომი ტეილორი, ბარნსლიში, მონქ ბრეტონის სასაფლაოზე დაკრძალეს...

ტომას ტომი ტეილორი
კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები
ინგლისის ჩემპიონი - 1956, 1957
ინგლისის სუპერთასი - 1956, 1957
ლეგენდები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top