"მანჩესტერ იუნაიტედმა" განაახლა ინტერესი "ბორუსიას" პოლონელი შემტევის - რობერტ ლევანდოვსკის მიმართ - იტყობინება DailyMail.
როგორც იცით პოლონელმა კლუბს ტრანსფერი მოსთხოვა რის შედეგადაც მის მიმართ ბევრი კლუბი იჩენს ინტერესს. ერთ-ერთი ასეთია "ბაიერნი", რომელში გადაბარგებაც ლევანდოვსკისთვის უფრო რეალური იყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მან უარი თქვა "ბაიერნში" თამაშზე.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" განაახლა ლევანდოვსკიზე დაკვირვება და მისი ტრანსფერის განხილვა. გუნდში ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგაც უამრავი ჭორი ვრცელდება პოლონელის ტრანსფერზე "იუნაიტედში".