"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად დაადასტურა ახალგაზრდა, ურუგვაელი მცველის ტრანსფერი.
"იუნაიტედის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სტატია: "მანჩესტერ იუნაიტედი" მოხარულია განაცხადოს, რომ ურუგვაული კლუბ "პენაროლიდან" წარმატებით განხორციელდა 20 წლის მარჯვენა მცველის, გილიერმო ვარელას ტრანსფერი. ტრანსფერის ღირებულება არაა გასაჯაროებული."
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ვარელა ჩაფრინდა თურქეთში, რათა დაიცვას თავისი მშობლიური ნაკრების ღირსება 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე.