როგორც SkySports იტყობინება, "იუნაიტედის" ახალი თავკაცის - დევიდ მოიესის პირველი შენაძენი, ურუგვაელი გილიერმო ვარელა იქნება.
როგორც მოგეხსენებათ ვარელა გასული სეზონის ბოლოს "ოლდ ტრაფორდზე" იმყოფებოდა და მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა "წითლების" სამწვრთნელო შტაბზე. 20 წლის ნიჭიერი მარჯვენა მცველი მალე ჩაფრინდება ინგლისში რათა ხელი მოაწეროს კონტრაქტს, რომელიც "ეშმაკუნებს" 1 მილიონი დოლარი დაუჯდებათ.