ვიდიჩი რამოდენიმე დღეში რეაბელიტაციას დაიწყებს ოპერაციის შემდეგ, რომელიც მან მუხლზე გაიკეთა. გუნდის კაპიტანი სპორტდარბაზში ფიზიკურ მომზადებას დაიწყებს.
როგორც წყარო იუწყება, ექიმებმა ნება დართეს 31 წლის მცველს ვარჯიშის აღსადგენად, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობა თავს იზღვევს და ელოდება ფეხბურთელის სრულ გამოჯამრთელებას. ექიმების დასკვნით, სერბი ფეხბურთელი მოედანზე დეკებრის შუა რიცხვებში შეძლებს გამოსვლას.