თბილისი:
მანჩესტერი:
1-06-2013, 17:14
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2350,
კომენტარები: 10
უელბეკი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ოცნებობს
უელბეკი მომავალ სეზონზე და მის სამომავლო გეგმებზე საუბრობს
უელბეკი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ოცნებობს
დენი უელბეკი იმედოვნებს, რომ 2013/2014 წარმატებული სეზონი "მანჩესტერ იუნაიტედში" მას საშუალებას მისცემს აიხდინოს ოცნება და წარადგინოს ინგლისის ნაკრები "მსოფლიო ჩემპიონატზე" ბრაზილიაში.

"წითლების" თავდამსხმელი, რომელიც ბავშვობაში აღმერთებდა რონალდოს, რივალდოსა და რონალდინიოს, ბოლო წლებში კი ადგილი დაიკვიდრა ინგლისის ნაკრებში, აღფრთოვანებულია იმით, რომ შესაძლებლობა ექნება ამ ტურნირის მონაწილე გახდეს.

თუმცა მას ორი ძირითადი დაბრკოლება აქვს. პირველი, ინგლისმა უნდა მოახერხოს ძლიერი ჯგუფის გავლა და ფინლურ ეტაპზე მოხვედრა და მეორე, უელბეკმა უნდა მოახერხოს თავის გამოჩენა "იუნაიტედში", რომელსაც სათავეში დევიდ მოიესი ჩაუდგა.

"აუცილებელია, რომ ჩვენ მოვახერხოთ ფინალურ ეტაპზე მოხვედრა." განაცხადა დენიმ "ეს არის ეტაპი, რომელშიც მოხვედრა ყველას უნდა, არავის არ უნდა რომ გამოტოვოს მსოფლიო ჩემპინატი."

"ჩემი სანაკრებო კარიერა შესანიშნავად მიდის და მე მოვახერხე ბევრი დაბრკოლების გადალახვა. ეს "იუნაიტედში" თამაშშიც მეხმარება, სადაც ყოველთვის არის წნეხი."

"მე უნდა დავრწმუნდე, რომ მაქვს შესაძლებლობა კონკურენცია გავუწიო სხვა ფეხბურთელებს თავდამსხმლის პოზიციაზე ინგლისის ნაკრებში და ვიცი რომ პირველ რიგში ამისთვის საჭიროა წარმატებული სეზონი "პრემიერ ლიგაში". მე უნდა შევძლო რეგულარულად და სტაბილურად თამაში, ასევე ბევრი გოლის გატანა."


როგორც უელბეკმა განაცხადა მისი ძირითადი მიზანი იქნება გოლების გატანა, რომელიც წელს მხოლდ ორჯერ შეძლო და დარწმუნებულია, რომ ეს შედეგი შემდეგ წელს ბევრად გაუმჯობესდება. თუმცა მის გასამართლებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ სეზონში მას ძირითადად ვინგერად უწევდა თამაში.

"ეს არის კომპონენტი, რომლის გაუმჯობესებასაც ვცდილობ. თუ გუნდს დასჭირდება ჩემი დახმარება სხვა პოზიციაზე, მე ამას სიამოვნებით გავაკეთებ. მაგრამ შევეცდები, რომ მეტი გოლის გატანა მოვახერხო სხვა პოზიციიდანაც. ეს გუნდს ძალიან წაადგება. ყველა თავდამსხმელმა იცის, რომ თუ ისინი შანსს მიიღებენ, აუცილებლად უნდა გამოიყენონ."

წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
1 ივნისი 2013 17:16
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
სურათი ჩავსვი და არ აჩვენებს და თქვენ ჩაამატეთ რა
0
№2
ავტორი: Jubo
1 ივნისი 2013 17:37
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ნაკრებში კარგად მისდის თამაში, ევროპაზე რა დამავიწყებს უოლკოტის პასით ქუსლით გატანილ გოლს love
ოცნება აუხდება, მსოფლიოზე ითამაშებს მარა რას მიაღწევს ნაკრები ეგაა საკითხავი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№3
ავტორი: chudikone
1 ივნისი 2013 17:43
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მე პირადად უელბეკი მირჩვენია ჩიჩარიტოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: DaD
1 ივნისი 2013 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
gamarjobat axali var :)

imedia itamashebs ra
0
№5
ავტორი: gilmour
1 ივნისი 2013 21:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
DaD,
გაუმარჯოს.

ამან თუ გოლების გატანასაც მოუხშირა დანარჩენი ისედაც ყველაფერი აქვს, მაგარი ოთხეული გვყავს თავდასხმაში.
0
№6
ავტორი: love united
1 ივნისი 2013 21:29
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კაი ბიჭია...იმედია უფრო დაიხვეწება...
0
№7
ავტორი: BERDI
1 ივნისი 2013 22:38
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
DaD,
გაუმარჯოს.

ინგლისსმა უნდა მოუმატოს შეთამაშება აკლია თუ მწვრთნელი არ ვარგა არ ვიცი მაგრამ ესეთი დონით მგონი ვერაფერს ვერ მიაღწევენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№8
ავტორი: Malboro463
1 ივნისი 2013 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ChuDiiiK,
მეც მირჩევნია
0
№9
ავტორი: Count Alucard
2 ივნისი 2013 15:04
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
თუ წაიყვანა ჰოჯსონმა უეჭველი გაიტანს 1 გოლს მიანც. მე მჯერა წელბოსი.
0
№10
ავტორი: Amanda Seyfried
2 ივნისი 2013 15:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
უნდა მოუმატო დენი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top