თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2012, 17:49
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3443,
კომენტარები: 0
ტედი შერინგემი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდები: ტედი შერინგემი
ტედი შერინგემი
დაიბადა 1966 წლის 2 აპრილს, ინგლისის დედაქალაქ ლონდონში.
ედუარდ პოლ შერინგემმა, რომელსაც საფეხბურთო სამყარო ტედი შერინგემად იცნობს, ფეხბურთელის კარიერა 2007-08 წლების სეზონში დაასრულა "კოლჩესტერ იუნაიტედში".
იმ დროისთვის ის 42 წლის იყო და ინგლისის სხვადასხვა პროფესიულ ლიგაში 760 მატჩში 289 გოლის გატანა მოეხერხებინა...
ტედი შერინგემმა "მანჩესტერ იუნაიტედში" 1997-2001 წლებში ითამაშა და კარიერის მთავარი ტიტულები სწორედ "ოლდ ტრაფორდზე" მოიპოვა. მის სანაცვლოდ მანჩესტერელებმა 3,5 მილიონი გირვანქა გადაიხადეს.
უცნაურია, რომ ტედი შერინგემმა პირველი შეხვედრა ახალ კლუბში იმ გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედამდე" თამაშობდა - "ტოტენჰემ ჰოთსფურთან" შეხვედრისას პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ის თამაში მანჩესტერელებმა მაინც მოიგეს...
1997-98 წლების სეზონში შერინგემსა და ენდი კოულს შორის გაუგებრობა მოხდა: "ბოლტონთან" წაგებული თამაშის შემდეგ შერინგემმა პარტნიორი გააკრიტიკა და მას შემდეგ ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ... (ტედის ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, რომ ადამიანი რომელსაც ყველაზე მეტად ვერ იტანს ენდი კოულია! Love_Mancunia)
1998-99 წლების სეზონში ტედი შერინგემი დუაიტ იორკის ჩრდილში მოექცა, თუმცა მაინც მოახერხა და კლუბის ისტორიაში შეაბიჯა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მიუნხენის "ბაიერნთან" მატჩის უკანასკნელ წუთზე ანგარიში გაათანაბრა, რამდენიმე წამში კი ოლე გუნარ სოლსკიაერმა გამარჯვების გოლი შეაგდო...
2000-01 წლების სეზონში ფეხბურთელსა და კლუბს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ამოიწურა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ვეტერან ფორვარდს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა შერინგემმა "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა იუარა...
ინგლისის ნაკრებში თავდამსხმელის დებიუტი 27 წლის ასაკში შედგა. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრები ინგლისთან 0:2 ორჯერ დამარცხდა. თბილისში და ლონდონში თითო გოლი ტედი შერინგემმა გაიტანა. საერთო ჯამში, ტედი შერინგემმა 51-ჯერ ითამაშა ქვეყნის პირველ გუნდში და 11 გოლი გაიტანა.
2006 წლის 26 დეკემბერს, 40 წლის და 266 დღის ტედი შერინგემმა, რომელიც იმ დროს "ვესტ ჰემ იუნაიტედში" ასპარეზობდა, "პორტსმუთთან" 2:1 მოგებულ თამაშში გოლი გაიტანა. მას შემდეგ ის პრემიერლიგის უხუცესი მეგოლეა.

ედუარდ პოლ შერინგემი
კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები
ინგლისის ჩემპიონი - 1999, 2000, 2001
ინგლისის თასი - 1999
ჩემპიონტა თასი - 1999
საკონტინენტთაშორისო თასი - 1999
ლეგენდები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top